Geo/ Eng  
მიმოხილვა
ისტორია


2008
 
2008
16 თებერვალს თიბისი ბანკმა ანაბრების უპრეცედენტო და ყველაზე მასშტაბური აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში თიბისი ბანკის 9 მეანაბრემ ავტომობილები მოიგო, ხოლო 31 დეკემბერს გათამაშდა მთავარი პრიზი - 1 მილიონი ლარი.

2008 წელს თიბისი ბანკმა მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნა 23 ახალი ფილიალი, 3 ახალი სერვის-ცენტრი და დადგა 80 ახალი ბანკომატი.

წლის განმავლობაში უცხოური ბაზრებიდან თიბისი ბანკმა მოიზიდა 206 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის რესურსი, შემდეგი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან: DEG, FMO, Merrill Lynch, RoseMount, OTP, Banco Internacional, EBRD, OPIC, CITI Bank.

13 აგვისტოს, საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით, თიბისი ბანკმა საქველმოქმედო ორგანიზაცია - “თიბისი ფონდი” დააფუძნა და პირველი შენატანი, 5 მილიონი ლარი თავად განახორციელა. ეს იყო ყველაზე დიდი მოცულობის სოციალური ინვესტიცია ქართული კომპანიების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს შორის.
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze