Geo/ Eng  
მიმოხილვა
ისტორია


2006
 
2006
თებერვალში გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების კომპანიამ (DEG) თიბისი ბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი გამოუყო, რომლის ინვესტირებაც თიბისი ბანკის კაპიტალში განხორციელდა.

1 მარტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) სალიზინგო კომპანია ”თიბისი ლიზინგის” აქციათა 10% შეიძინა. ამავე დროს, 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო “თიბისი ლიზინგს”, რაც EBRD-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოს სალიზინგო სექტორში.

აპრილში ამერიკულმა ჟურნალმა “Global Finance” თავის პერიოდულ საბანკო რეიტინგში “მსოფლიოს განვითარებადი ბაზრების საუკეთესო ბანკები” თიბისი ბანკი კვლავ დაასახელა, როგორც საუკეთესო ბანკი საქართველოში.

1 მაისს თიბისი ბანკმა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გააფორმეს ხელშეკრულება ტექნიკური დახმარების პროექტის განხორციელების შესახებ. პროექტის მიზანია თიბისი ბანკის პოზიციების გაძლიერება ფიზიკური პირების სეგმენტზე.
მაისში თიბისი ბანკმა და “სითიბანკმა” ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას არაუზრუნველყოფილი სესხის – 35 მლნ აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე. ეს იყო ყველაზე დიდი მოცულობის საკრედიტო ხაზი მანამდე უცხოური კომერციული ბანკების მიერ ქართული ბანკებისთვის მიცემულ სესხებს შორის.
ივლისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკს 15 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გამოუყო, რომელიც საქართველოში იპოთეკური სესხების გაცემას მოხმარდა.
28 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ FitchRatings გრძელვადიან პერსპექტივაში თიბისი ბანკის ზრდის შეფასება ,,სტაბილურიდან” ,,პოზიტიურამდე” გააუმჯობესა.
ნოემბერში ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია FMO-სა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა ხუთ წლიანი ხელშეკრულება 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფის თაობაზე.

დეკემბერში საერთაშორისო ორგანიზაციამ Business Initiative Directions თიბისი ბანკი ხარისხის საერთაშორისო ჯილდოთი Gold Start დააჯილდოვა.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა თიბისი ბანკს პირველად მიანიჭა საკრედიტო რეიტინგი შემდეგი კატეგორიით: B3 უცხოური ვალუტის და Bაა3 ადგილობრივი ვალუტის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგები, რაც დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით მიღწევად ყველაზე მაღალ შეფასებას.
 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions