Geo/ Eng  
მიმოხილვა
სიახლეები

 


<<--
01.02.2012
ახალი პროდუქტი - ოქროს სერტიფიკატი

დღეიდან ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ახალი პროდუქტი "ოქროს სერტიფიკატი" თიბისი ბანკში.
"ოქროს სერტიფიკატი" ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც წარმოადგენს მისი მფლობელის მოთხოვნას ეროვნული ბანკის საცავში განთავსებულ შესაბამის სტანდარტიზირებულ ოქროს ზოდზე.

თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ 20 გრამიანი წონის ოქროს ზოდები, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში შეინახება, იმ დრომდე, ვიდრე გატანას მოისურვებთ.

თქვენ გადმოგეცემათ სპეციალური სერტიფიკატი, სადაც მითითებული იქნება ოქროს ნომინალი, რომელიც აღნიშნავს თქვენ მიერ შეძენილი ოქროს ზოდის წონას.

ოქროს ზოდის ფასს ყოველდღიურად ადგენს ეროვნული ბანკი.

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions