Geo/ Eng  
მიმოხილვა
სიახლეები

 


<<--
31.05.2012
უახლესი ტექნოლოგიური სერვისი - მობაილ ბანკი უკვე Android ტელეფონების მომხმარებლებისათვის

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკმა დანერგა ყველაზე კომფორტული საბანკო მომსახურება - მობაილ ბანკის აპლიკაცია Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე ტელეფონებისთვის (Samsung, HTC, LG…).  

აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია Google Market-ზე (Play Store) და მისი ჩამოტვირთვა სრულიად უფასოა.  

აპლიკაცია iPhone-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი წერტილიდან დაუკავშირდნენ ბანკს და განახორციელონ მათთვის სასურველი ტრანზაქცია, ასევე მიიღონ უამრავი საბანკო და ფინანსური ინფორმაცია; კერძოდ, შეამოწმონ საკუთარი ანგარიშები, გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, შეივსონ მობილურის ბალანსი, გადარიცხონ თანხები საქართველოს მასშტაბით, დაუკავშირდნენ ბანკის ქოლ-ცენტრს, გაეცნონ ვალუტის კურსს, სპეციალური ონლაინ რუქის მეშვეობით (Google Maps) გაიგონ, რა მანძილი აშორებთ მათ ამა თუ იმ მომენტში თიბისი ბანკის უახლოეს ფილიალთან ან/და ბანკომატთან...

Android-ის აპლიკაცია, ისევე როგორც iPhone-ის აპლიკაცია, სრულად ინტეგრირებულია ინტერნეტ ბანკთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა კონფიგურაცია, რაც კლიენტს აქვს ინტერნეტ ბანკში, ავტომატურად ვრცელდება მობაილ ბანკის აპლიკაციაზე;
 
გარდა ამისა, TBC Mobile სერვისით სარგებლობას არ სჭირდება დამატებითი რეგისტრაცია, აპლიკაციაში შესვლა შესაძლებელია იმავე პაროლითა და სახელით, რომლითაც მომხმარებელი დარეგისტრირებულია ინტერნეტ ბანკის ვებ-გვერდზე.

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions