Geo/ Eng  
მიმოხილვა
სიახლეები

 


<<--
18.06.2012
მამია მალაზონიას პერსონალური გამოფენა თიბისი არტ გალერეაში

19 ივნისს, 18:00 საათზე, თიბისი არტ გალერეაში საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, პროფესორ მამია მალაზონიას პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე ამჯერად უკვე ნაცნობ ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ, ბოლო წლებში შექმნილი დაზგურ-გრაფიკული ციკლები.

მამია მალაზონიას საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთ რეფორმატორს და წიგნის ილუსტრატორს, რომლის წიგნის მხატვრობა ქართული სახვითი ხელოვნების  კლასიკის ფონდშია შესული.

გამოფენა გაგრძელდება 19 აგვისტომდე.
გალერეის მუშაობის საათები: ორშაბათი-პარასკევი, 12:00-20:00 სთ.
მის: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკი, მეორე სართული

გთხოვთ მობრძანდეთ!



 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions