Geo/ Eng  
მიმოხილვა
სიახლეები

 


<<--
10.07.2012
პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონიალმა რუსთაველის თეატრში გადაინაცვლა

ლიტერატურული პრემია „საბას“ რიგით მე-10 დაჯილდოების  ცერემონიალი გაიმართება 12 ივლისს, 21:30 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.  ცერემონიალის პირდაპირი ტრანსლაცია მოხდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.  

დასწრება შესაძლებელია ძველი მოსაწვევებით, რომლებიც სტუმრებს 9 ივლისისათვის დაურიგდათ. ერთი მოსაწვევით ცერემონიაზე დასწრებას შეძლებს რამდენიმე ადამიანი.    

შეგახსენებთ, დაჯილდოებაზე გამოვლინდება 2011 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები, 9 ნომინაციის მიხედვით. კონკურსის ფინალურ ეტაპზე წარდგენილია 42 წიგნი.    

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions