|
დღეიდან თიბისი ბანკმა დანერგა სრულიად ახალი და საქართველოში პირველი Digipass Nano.
Digipass Nano ეს არის სტანდარტული დიჯიპასის ალტერნატიული ვარიანტი, მობილური ტელეფონის სიმ ბარათზე დასაკრავი ფირი. ფირის დაკვრის შემდეგ, მობილურ ტელეფონში ჩნდება სპეციალური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ხდება ერთჯერადი კოდის გენერაცია. აღნიშნული კოდით შესაძლებელია გარე გადარიცხვების განხორციელება ინტერნეტ ბანკის პროგმაში შეუზღუდავი ლიმიტით.
Digipass Nano მუშაობს ყველა სტანდარტული სიმ ბარათის მქონე ტელეფონებზე. იმ ტელეფონებზე, რომლებსაც აქვთ მიკრო სიმ ბარათი (სტანდარტულზე პატარა სიმი), როგორიცაა iPhone, Nokia Lumia, Sony Xperia და სხვა დიჯიპასი არ მუშაობს.
Digipass Nano ჯერ ჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ სტატუს კლიენტებისთვის და მისი მიღება შეიძლება შემდეგ 3 ფილიალში:
- მარჯანიშვილის ფილიალი - მარჯანიშვილის ქ. 7
- ცენტრალური ფილიალი - ჭავჭავაძის გამზ. 11
- საბურთალოს ფილიალი - ყაზბეგის გამზ. 12ა
|