Geo/ Eng  
მიმოხილვა
სიახლეები

 


<<--
30.07.2012
www.saba.com.ge - ელექტრონული წიგნების სახლი "საბა"

30 ივლისს თიბისი ბანკმა საზოგადოებას წარუდგინა ახალი პროექტი - ელექტრონული წიგნების სახლს "საბა". ეს არის ინოვაციური ვებ-სივრცე მისამართზე www.saba.com.ge, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო თანამედროვე ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს - ლიტერატურული პრემია "საბას" სხვადასხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს, ელექტრონული სახით.

ლიტერატურული კონკურსი "საბას" არქივში დაგროვდა ბოლო 10 წლის მანძილზე ქართულ ენაზე გამოცემული საუკეთესო წიგნები. ისინი ელექტრონული წიგნების სახლში "საბა" განთავსდა და ხელმისაწვდომი გახდა მკითხველისთვის.

ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" საშუალებას გაძლევთ:
  • შეიძინოთ ელექტრონული წიგნები და შექმნათ საკუთარი ბიბლიოთეკა;
  • წაიკითხოთ წიგნები ნებისმიერ დროსა და ადგილას, ნებისმიერი კომპიუტერიდან, iPAD და iPhone-დან;
  • გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები ამა თუ იმ წიგნის ან ავტორის შესახებ და გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს.

როგორ ვისარგებლოთ ელექტრონული წიგნების სახლით?

ელექტრონული წიგნების სახლში "საბა" შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ თქვენი ფეისბუქის სახელითა და პაროლით, ან გაიაროთ ავტორიზაციისა და რეგისტრაციის პროცედურები, რის შემდეგაც გაიხსნება თქვენი ვირტუალური ბიბლიოთეკა.

სასურველი წიგნის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის VISA ან Mastercard ბარათით.

სანამ სასურველ წიგნს შეიძენთ,  "საბა" საშუალებას გაძლევთ უფასოდ წაიკითხოთ წიგნის ფრაგმენტი და არჩევანი გააკეთოთ ჩამოტვირთვების რაოდენობის, სხვა მკითხველების რეცენზიებისა თუ კომენტარების საფუძველზე.

შეძენილი წიგნი ავტომატურად მოთავსდება თქვენს ბიბლიოთეკაში, ვირტუალურ “თაროზე”.

საკუთარი პაროლის საშუალებით, თქვენ შეძლებთ ესტუმროთ თქვენს ბიბლიოთეკას ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერით და წაიკითხოთ საკუთარ თაროზე განთავსებული შეძენილი წიგნები.

სულ მალე, "საბას" წიგნების წაკითხვა შესაძლებელი გახდება ასევე iPAD და iPhone მოწყობილობით.

შეძენილი წიგნების წაკითხვას, პერსონალური კომპიუტერით ან ლეპტოპით, ინტერნეტის გარეშეც შეძლებთ, ერთჯერადი სინქრონიზაციის შემდეგ. ამისათვის უფასოდ გადმოტვირთეთ Windows წამკითხველი Saba Reader.

Saba Reader საშუალებას გაძლევთ მოინიშნოთ თქვენთვის საყვარელი ციტატები, დაურთოთ კომენტარები და გაუზიაროთ თქვენს ფეისბუქის მეგობრებს მოსაზრებები.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი ან რეცენზია ამა თუ იმ ნაწარმოების შესახებ, გამოხატოთ თქვენი მოწონება (Like) და შეაფასოთ წიგნები ხუთვარსკვლავიანი სარეიტინგო სისტემით.

ელექტრონული წიგნების სახლში "საბა" განთავსებული წიგნები დაცულია პირატული გავრცელებისგან - მომხმარებელს არ შეუძლია დააკოპიროს და გაავრცელოს შეძენილი წიგნი, შეზღუდულია წიგნის კოპირების საშუალებები. 

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions