Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
ესქრო ანგარიში
საიმედო გარიგების გარანტი
თქვენი საქმიანობა ყიდვა-გაყიდვასთანაა დაკავშირებული?
 
თიბისი ბანკი გთავაზობთ სრულიად ახალ მომსახურებას საქართველოს საბანკო სივრცეში: ესქრო ანგარიში

რა არის ესქრო ანგარიში?

ესქრო ანგარიში არის ყიდვა-გაყიდვისას არსებული გადახდის და საკუთრების უფლების გადაცემის რისკის დაზღვევის ინსტრუმენტი.


როდის გამოიყენება ესქრო ანგარიში?

  • უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისას
  • წილების ყიდვა-გაყიდვისას
  • სატრანსპორტო საშუალებების ყიდვა-გაყიდვისას
  • უძრავ ქონებაზე საშუამავლო გარიგებისას

ესქრო ანგარიშის უპირატესობები:

გამყიდველისთვის
მყიდველისთვის
დარწმუნებულია, რომ მყიდველს გააჩნია ფულადი სახსრები
დარწმუნებულია იმაში, რომ ანგარიშსწორებისას არ დაკარგავს ფულს
დარწმუნებულია, რომ აქტივის გადაფორმების შემთხვევაში ფულს მიიღებს. გარდა ამისა, გარიგება ცალმხრივად აღარ გაბათილდება
საბუთების შემოწმების ვალდებულება ეკისრება ბანკს, რაც ამცირებს დოკუმენტურ რისკს
კომფორტი და უსაფრთხო მომსახურება
 
ესქრო ანგარიშის გახსნისას ხელშეკრულება ფორმდება სამმხრივად, სადაც ერთ-ერთი მხარეა ბანკი, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტაციის სისწორესა და ოპერაციის მიმდინარეობაზე ტრანზაქციის დასაწყისიდან დასრულებამდე.
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze