კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ ინტერნეტ ბანკში!
ყურადღება! აქცია მათთვის, ვინც აქიტიურად გამოიყენებს ინტერნეტ ბანკს!
არ გაქვთ დრო, რომ გადაიხადოთ გადასახადები?
გჭირდებათ თანხის გადარიცხვა?
ვერ ასწრებთ სესხის დაფარვას?
გააკეთეთ ეს ყველაფერი თიბისი ბანკის ახალი ინტერნეტ ბანკის მეშვეობით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
ინტერნეტ ბანკი არის ბანკთან თქვენი ურთიერთობის თანამედროვე, მოსახერხებელი და უსაფრთხო ფორმა. ეს არის კომპიუტერული პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან დაუკავშირდეთ ბანკს, შეამოწმოთ თქვენი ანგარიშები, გააკეთოთ გადარიცხვები და აწარმოოთ სხვა საბანკო ოპერაციები.
პლასტიკურ ბარათებთან მუშაობა (ხელმისაწვდომი, ბლოკირებული თანხების ნახვა და ოპერაციის შესრულება);
ანგარიშებზე ოპერაციების ისტორიის და კონკრეტული საბანკო ოპერაციის საბუთის ნახვა/დაბეჭდვა;
საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვა/კონვერტაცია;
თანხის გადარიცხვა სხვა პირის ან კომპანიის ანგარიშზე (ამ ოპერაციის შესასრულებლად საჭიროა გქონდეს სატელეფონო კოდი ან დიჯიპასი);
კომუნალური გადასახადების გადახდა (თელასი, ყაზტრანსგაზი და სხვ.);
სატელეფონო ბალანსის შევსება;
დეპოზიტების მართვა;
სესხების მართვა;
ვალუტის კურსების ნახვა;
პირადი პარამეტრების მართვა (საკონტაქტო ინფორმაციის, ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელის, პაროლის ცვლილება და სურვილისამებრ ანგარიშების დამალვა/გამოჩენა);
მთავარი გვერდის პერსონალიზაცია (სურათის ცვლილება, ანგარიშის სახელის გადარქმევა, მენიუს ფანჯრებისათვის ადგილის ცვლილება);
ბანკში შეტყობინების გაგზავნა, მიღებული შეტყობინებების ნახვა;
ნებისმიერი ოპერაციის შესრულებისას დახმარების გამოყენება.
ინტერნეტ ბანკში რეგისტრაციის ორი გზა არსებობს:
ონლაინ რეგისტრაცია, რომლისთვისაც საჭიროა საქართველოში გაცემული პირადობის დამადასტურებელი საბუთი, თიბისი ბანკში ნებისმიერი ტიპის ანგარიშის ქონა, სატელეფონო კოდი და თიბისი ბანკში დარეგისტრირებული მომხმარებლის მობილურის ნომერი.
ფილიალში რეგისტრაცია – საჭიროა თქვენს მომსახურე ფილიალში შეავსოთ განაცხადი და მიიღოთ ინტერნეტ ბანკში სამუშაოდ საჭირო მომხმარებლის სახელი (Username) და პაროლი.
გადარიცხვების განსახორციელებლად საჭიროა დიჯიპასი ან სატელეფონო კოდი
სატელეფონო კოდის გამოყენებით ინტერნეტ ბანკით შესაძლებელია გარე გადარიცხვების წარმოება შემდეგი ლიმიტების ფარგლებში:
ერთჯერადი გადარიცხვის ლიმიტი - 5,000 ლარი ან მისი ეკვივალენტი სხვა ვალუტაში;
ჯამური კალენდარული თვის ლიმიტი - 15,000ლარი ან მისი ეკვივალენტი სხვა ვალუტაში;
ულიმიტო ოპერაციების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ დიჯიპასის გამოყენებით.
თიბისი ბანკი გთავაზობთ შემდეგ სიახლეებს ახალ ინტერნეტ ბანკში:
ახალი დიზაინი, რომლის საკუთარ თავზე მორგება შეგიძლიათ;
ბანკში მოუსვლელად ონლაინ რეგისტრაცია და პაროლის აღდგენა;
საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვის მომენტალური ასახვა 24/7 რეჟიმში;