კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თიბისი ბანკის ახალი ინტერნეტ ბანკის გვერდზე!
დახმარება გესაჭიროებათ? კიდევ გაქვთ კითხვები ინტერნეტ ბანკთან დაკავშირებით?
არსებობს რამდენიმე დახმარების საშუალება:
ვიდეო ინსტრუქცია - გთხოვთ, შებრძანდეთ მისამართზე www.tbconline.ge და აირჩიოთ ღილაკი „ვიდეო ინსტრუქცია“, სადაც ვიზუალურად ნახავთ, თუ როგორ არის შესაძლებელი, ამა თუ იმ ოპერაციის შესრულება ახალ ინტერნეტ ბანკში.
ხშირად დასმული კითხვები - გთხოვთ, შებრძანდეთ მისამართზე www.tbconline.ge და აირჩიოთ ღილაკი „ვიდეო ინსტრუქცია“. შემდგომ კი მიყევით ლინკს „ხშირად დასმული კითხვები“.
HELP - ინტერნეტ ბანკში ნებისმიერი ოპერაციის შესრულებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ დახმარება. Help-ის ღილაკზე დაჭერის დროს, გამოსულ კითხვის ნიშნებთან კურსორის მიტანისას, მიიღებთ შესაბამის ინსტრუქციას.
ან საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995 32) 227 27 27. მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, მთელი კვირის მანძილზე.
თქვენი კომენტარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუ გსურთ მოგვწეროთ ინტერნეტ ბანკის მომსახურების შესახებ, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი შეტყობინება ელ-ფოსტით info@tbcbank.ge