უსაფრთხოება
თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი მოწინავე, თანამედროვე ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. მასში გამოყენებულია უსაფრთხოების უახლესი მექანიზმები.
ინტერნეტ ბანკთან ურთიერთობისას უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვას თავად მომხმარებელმაც. კერძოდ, რეკომენდირებულია:
სერტიფიკატის შემოწმება
ინტერნეტ ბანკში შესვლამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ შედიხართ ვებ-გვერდზე: https://www.internetbanking.ge. აღნიშნული მისამართის სისწორე ასევე შეამოწმეთ უსაფრთხოების სერთიფიკატით – ინტერნეტ ბროუზერის ქვედა ან ზედა პანელზე მოთავსებულ ბოქლომზე დაწკაპუნებით.
შენიშვნა!გთხოვთ, არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებიც ითხოვენ პირადი საბანკო მონაცემების მიწოდება/ განახლებას.
თიბისი ბანკი ელ-ფოსტის მეშვეობით არასოდეს სთხოვს თავის მომხმარებლებს პირად საიდენტიფიკაციო მონაცემებს ან მათ განახლებას.
ინტერნეტ ბანკიდან უსაფრთხო გამოსვლა
ინტერნეტ ბანკში მუშაობის დასრულების შემდეგ შეეცადეთ გამოხვიდეთ პროგრამიდან მხოლოდ "Logout"-ის (გამოსვლა) ღილაკზე დაჭერით.
საერთო მოხმარების კომპიუტერთან მუშაობა
თუ თქვენ მიმდინარე მომენტში მუშაობთ უცხო ან საერთო მოხმარების კომპიუტერზე, მაგალითად ნაცნობთან ან ინტერნეტ კაფეში, ინტერნეტ ბანკთან მუშაობის დაწყებისას, საწყის გვერდზე, მონიშნეთ ოფცია "უცხო ან საერთო მოხმარების კომპიუტერი". ამის შედეგად, ყველა დროებითი ფაილი, რომელიც შეიძლება შექმნილიყო, ინტერნეტ ბანკში მუშაობის დროს წაიშლება, როგორც კი თქვენ დაასრულებთ ინტერნეტ ბანკში მუშაობას.
პაროლთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები
არავის გაანდოთ პაროლი, მომხმარებლის სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი. არ შეინახოთ ეს მონაცემები კომპიუტერში პაროლით დაუცველ ფაილებში.
პაროლის ხშირი ცვლა
შეეცადეთ ხშირად ცვალოთ თქვენი პაროლი. ეს მარტივი ოპერაციაა, რომლის განხორციელება შესაძლებელია თავად ინტერნეტ ბანკის პროგრამიდან.
დიჯიპასისის უსაფრთხოდ შენახვა
დიჯიპასი არის მოწყობილობა რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებს ერთჯერადი საიდენტიფიკაციო კოდის საშუალებით.
გაითვალისწინეთ! დაუშვებელია დიჯიპასის გადაცემა სხვა პირისათვის. გთხოვთ, შეინახოთ იგი უსაფრთხოდ და დაკარგვის შემთხვევაში სასწრაფოდ აცნობოთ ბანკს: (+ 995 32) 27 27 27