ფიზიკური პირების ანგარიშების გახსნა შესაძლებელია დისტანციურად - მეილის, ტელეფონის ან ფაქსის საშუალებით. ანგარიშების გახსნას უზრუნველყოფენ TBC Status-ის პერსონალური ბანკირები. (დეტალური ანგარიშების გახსნის ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ ??? )
თიბისი ბანკის ანგარიშებიდან ნებისმიერი მოცულობის თანხის გადარიცხვა შესაძლებელია მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში (გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებზეც ვრცელდება აშშ-ის ემბარგო - კოლუმბია, კუბა, ირანი, კონგო, სირია, სუდანი, კოტ დ’ივუარი, სომალი, მიანმა, ჩრდილოეთ კორეა.)
საკუთარ ანგარიშებს შორის კონვერტაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ასევე კონვერტაციის შესაძლებლობა ვრცელდება სადეპოზიტო პროდუქტებზეც (ექვემდებარება საკომისიოს გადახდას); კონვერტაციის გაკეთება შეიძლება ინტერნეტ ბანკისა და პერსონალური ბანკირის საშუალებით;
იმისათვის რომ მესამე პირის სრული ან ნაწილობრივი უფლებები გავრცელდეს თიბისი ბანკში გახსნილ კონკრეტულ ან ყველა ანგარიშზე, საჭიროა კლიენტმა მესამე პირს გაუკეთოს მინდობილობა (გენერალური ან შეზღუდული), რომლის საფუძველზეც მესამე პირს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია და მართოს ანგარიშები.
თიბისი სტატუსის სპეციალური შეთავაზების მიხედვით მინიმალური ბალანსის მოთოვნა არ ვრცელდება პლასტიკური ბარათებისა და შემნახველი ტიპის ანგარიშებზე. ვადიანი ანაბრების მინიმალური ბალანსის მოთხოვნა $25,000-ია (ან ეკვივალენტი)
ვადიან ანაბრებზე საპროცენტო სარგებლის კალკულაცია მარტივი დარიცხვის პრინციპით ხორციელდება - სარგებელი ერიცხება მხოლოდ ძირითად თანხას.
შემნახველი ტიპისა და პლასტიკური ბარათების ანგარიშზე სარგებელი ირიცხება რთული დარიცხვის პრინციპით ყველთვიურად, (ანუ იმ შემთხვევაში თუ კლიენტი დარიცხულ სარგებელს არ გაიტანს ანგარიშიდან მომდევნო თვეს სარგებელი დაერიცხება წინა თვის ძირითად თანხას + საპროცენტო შემოსავალი.)