Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
ბმულები
ოპერაციები ჩეკებით
მოგზაურობა მშვენიერია. . .
მაგრამ სამგზავრო ჩეკებით მოგზაურობა - გაცილებით უკეთესი!
მიემგზავრებით საზღვარგარეთ?      
ჩვენ გირჩევთ მოსახერხებელ და საიმედო American Express-ის სამოგზაურო ჩეკებს, რომლის შეძენაც შეგიძლიათ თიბისი ბანკის ყველა ფილიალში. 

სამგზავრო ჩეკი არის არა მხოლოდ ნაღდი ფულის ტარებისაგან გათავისუფლების, ასევე მსოფლიოს ათასობით სავაჭრო ობიექტში გადახდის სანდო საშუალება. ეს არის ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტაში და ნომინალში გამოშვებული საერთაშორისო მასშტაბით განაღდებადი ჩეკი, რომელიც გასანაღდებლად მიიღება მხოლოდ ჩეკის მფლობელის მიერ განმეორებით ხელმოწერის შემთხვევაში. ჩეკები ძირითადად გამოიყენება ნაღდი ფულის ნაცვლად, მაგრამ გაცილებით დაცულია დაკარგვისა და მოპარვისაგან მიღებული ზარალისაგან.
სამგზავრო ჩეკების შესყიდვისას ბანკში ანგარიშის გახსნა არ მოითხოვება.
თიბისი ბანკი შეისყიდის ძირითადი ემიტენტების სამგზავრო ჩეკებს და გთავაზობთ American Express-ის სამგზავრო ჩეკებს.

სამგზავრო ჩეკების მომსახურების ტარიფები:
American Express-ის ჩეკების გაყიდვა 0.80%
სამგზავრო ჩეკების განაღდება 0.80%


როგორ გამოვიყენოთ სამგზავრო ჩეკები სავაჭრო ობიექტებში?

1. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ სავაჭრო ობიექტი იღებს სამგზავრო ჩეკებს, და მხოლოდ მაშინ დაიწყეთ ჩეკის შევსება.      
2. დაელოდეთ, სანამ მომსახურე პირი დააჯამებს თქვენი შენაძენის ღირებულებას და შემდგომ გადაეცით შესაბამისი თანხა ჩეკებით.      
3. ჰკითხეთ მომსახურე პირს შეგიძლიათ, თუ არა ჩეკის ხელმოწერა*. თანხმობის შემთხვევაში ხელი მაოაწერეთ ჩეკის ქვედა მხარეს, უკვე არსებული პირველი ხელმოწერის ანალოგიურად(მომსახურე პირის მეთვალყურეობის ქვეშ).      
4. საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინეთ თქვენი პირადობის მოწმობა.      
5. ბოლოს, მიიღეთ ხურდა ადგილობრივ ვალუტაში. 


 

 

*მნიშვნელოვანია, რომ მომსახურე პირი თვალს ადევნებდეს  ჩეკის ხელმოწერის პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ აქვს იმის დასტური, რომ თქვენ არ იყენებთ სხვის ჩეკებს.

საბანკო ჩეკები

თიბისი ბანკი ასევე ყიდის Deutsche Bank-ისა და Bankers Trust Company-ის საბანკო ჩეკებს და ინდოსირებას უკეთებს სხვა საბანკო ჩეკებს.       
      
საბანკო ჩეკი არის ბანკის მიერ სხვა ბანკისადმი წერილობით გაცემული დავალება გადაუხადოს კონკრეტული თანხა ჩეკის მფლობელს (ჩეკზე მითითებულ ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირს).      
ჩეკის განაღდების საშუალო ვადა არის 1 თვე.      
საბანკო ჩეკები ძირითადად ვადაშია 6 თვის განმავლობაში, თუ განსხვავებული ვადა არ არის მითითებული ჩეკზე.

მომსახურების ტარიფები:
Banker's Trust Company-ს ჩეკების გაყიდვა 15.00 აშშ დოლარი
Deutsche Bank-ის ჩეკების გაყიდვა 0.80%
სხვადასხვა საბანკო ჩეკების განაღდება**

<1000$                                          10 აშშ დოლარი    
>=1000$                         1%, მინ. 40 აშშ დოლარი 

*საჭიროებისამებრ ტარიფს ემატება საფოსტო ხარჯები.      
**გასანაღდებლად მიიღება მხოლოდ ის ჩეკი, რომლის გადამხდელ ბანკად მითითებულია აშშ-ში მოქმედი ბანკი.

მოგზაურობა მშვენიერია. მაგრამ სამგზავრო ჩეკებით მოგზაურობა - გაცილებით უკეთესი!

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions