Geo/ Eng  
სხვა მომსახურება
ბმულები
ნებისმიერი მიმართულებით
გსურთ დაზოგოთ დრო, ნერვები და ფული?

დაწვრილებით ავტომატური გადარიცხვების შესახებ

ბანკში მოუსვლელად ამიერიდან შეგიძლიათ შემდეგი სახის გადარიცხვების განხორციელება:

დავალების ტიპები
სად შეიძლება გადაირიცხოს
 
საკუთარ ანგარიშებზე
ბანკის შიგნით
საქართველოს ფარგლებში
ფიქსირებული თანხის გადარიცხვა - გამოიყენება ფიქსირებული თანხის (ან სრული ნაშთის) გადასარიცხად ერთი ანგარიშიდან მეორეზე
კონვერტაცია - თანხის კონვერტაცია საკუთარ ანგარიშებს შორის
 
 
თანხის ეკვივალენტის გადარიცხვა - სხვა ვალუტის ეკვივალენტის გადარიცხვა
გადარიცხვა ნაშთის კონტროლით - გადარიცხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაშთი ანგარიშზე აღემატება წინასწარ განსაზღვრულ თანხას
თანხის შეგროვება - რამდენიმე ანგარიშიდან ერთ ანგარიშზე სასურველი თანხის შეგროვება
 
 

ანგარიშის ტიპები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გადარიცხვების განხორციელება:

  • მიმდინარე ანგარიში (გადარიცხვა და ჩარიცხვა);
  • საბარათე ანგარიში (გადარიცხვა და ჩარიცხვა);
  • შემნახველი ტიპის ანგარიშები, როგორიცაა ანაბარი ჩემი სეიფი, შემნახველი ანაბარი და ა.შ (მხოლოდ ჩარიცხვა)*;
  • ვადიანი ტიპის ანგარიშები, როგორიცაა ვადიანი, ვადიანი+, ზრდადი და საბავშვო ანაბრები და ა.შ. (მხოლოდ ჩარიცხვა).
*შენიშვნა! შემნახველი ტიპის ანგარიშებიდან კონვერტაციები და გადარიცხვები დაშვებულია მხოლოდ კლიენტის საკუთარ ანგარიშებს შორის ოპერაციების შესრულებისას.

გადარიცხვის ვალუტა:

  • ბანკის შიგნით ოპერაციების წარმოებისას დაშვებულია ნებისმიერი ვალუტა, რა ვალუტაშიც კლიენტს აქვს ანგარიში
  • ბანკის გარეთ ოპერაციების წარმოება დაშვებულია მხოლოდ ლარში
შენიშვნა! იურიდიული პირებისთვის უცხოური ვალუტის გადარიცხვა დაშვებულია მხოლოდ საკუთარ ანგარიშებს შორის.
 

გადარიცხვის პერიოდულობა:

  • ყოველდღიური - გადარიცხვა მოხდება ყოველ დღე
  • ყოველკვირეული - გადარიცხვა მოხდება კვირის კონკრეტულ დღეებში (ორშაბათი, სამშაბათი...)
  • ყოველთვიური - გადარიცხვა მოხდება თვის კონკრეტულ რიცხვებში (1,2,3...31)

სხვა პირობები:

კონვერტაციის კურსი:
  • კონვერტაცია სრულდება ბანკის მიმდინარე (დავალების შესრულების) დღეს არსებული კომერციული კურსით;
  • თანხის ექვივალენტის დათვლა განხორციელდება მიმდინარე (დავალების შესრულების) დღეს არსებული ოფიციალური (ეროვნული ბანკის) კურსით;
არასაკმარისი ნაშთის შემთხვევაში:
ანგარიშზე საკმარისი ნაშთის არ არსებობის შემთხვევაში დავალების შესრულება "დაელოდება" საკმარის თანხას 10 სამუშაო დღის მანძილზე. მცდელობები მოხდება ყოველ მომდევნო სამუშაო დღეს.
 
დასვენების დღის შემთხვევაში:
თუ დავალების შესრულების თარიღი არასამუშაო დღეს ემთხვევა, მაშინ გადარიცხვა შესრულდება მომდევნო სამუშაო დღეს (მიმდინარე დღის თარიღით).


ერთსა და იმავე დღეს (თარიღში) შესასრულებელი ავტომატური გადარიცხვების განხორციელების თანმიმდევრობა (პრიორიტეტეტები):

  • იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის განაცხადში არ არის დაფიქსირებული ავტომატური გადარიცხვების განხორციელების თანმიმდევრობა, ავტომატური გადარიცხვები (კომუნალური ავტომატური გადარიცხვების გარდა) განხორციელდება კლიენტის შესაბამისი განაცხადის ბანკისთვის წარდგენის თარიღის მიხედვით (პირველად  შესრულდება ის ავტომატური გადარიცხვა, რომლის განაცხადიც ბანკს წარედგინა ყველაზე ადრე და ა.შ.).
  • თუ ანგარიშზე არ იქნება საკმარისი თანხა პირველი პრიორიტეტის მქონე დავალების შესრულებისათვის, ბანკი შეასრულებს მომდევნო პრიორიტეტის მქონე ავტომატურ გადარიცხვას, თუ ანგარიშზე აღმოჩნდება საკმარისი თანხა ამ მომდევნო პრიორიტეტის მქონე ავტომატური გადარიცხვის შესრულებისთვის.
  • ბანკს უფლება ექნება გააუქმოს დავალება ავტომატური გადარიცხვების შესახებ თუ ავტომატური გადარიცხვა კლიენტის მიზეზით ვერ შესრულდება 30 მცდელობის შემთხვევაში. დავალების გაუქმების შემდეგ ავტომატური გადარიცხვების სერვისით სარგებლობისთვის კლიენტმა ხელახლა უნდა წარუდგინოს ბანკს განაცხადი ავტომატური გადარიცხვების შესახებ;
  • ავტომატური გადარიცხვის შესრულების დღე თუ ემთხვევა უქმე დღეს,  ბანკის მიერ, დავალება შესრულებულ იქნება ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
 
 

დაზოგეთ დრო, ნერვები და ფული!

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions