Geo/ Eng  
ბარათები
ბმულები
უსაფრთხოების რჩევები
ერთად ვიზრუნოთ თქვენი ბარათის უსაფრთხოებაზე!
 

ბარათის შენახვის პირობები

  • პლასტიკური ბარათი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას ისე, რომ გარეშე პირებს არ ჰქონდეთ მასზე წვდომის საშუალება.
  • არ გადასცეთ პლასტიკური ბარათი ან/და პინ კოდი მესამე პირს.
  • არავის გაანდოთ პლასტიკურ ბარათზე დაფიქსირებული ნომერი ან პინ კოდი რომელიც გადმოგეცათ დალუქულ კონვერტში.
  • არ განათავსოთ პლასტიკური ბარათი მაგნიტური ველის მქონე ნივთებთან ახლოს, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ბარათის მაგნიტურ ზოლზე ჩაწერილი ინფორმაციის დაზიანება.
  • არ შეინახოთ PIN კოდი ბარათთან ერთად და არავითარ შემთხვევაში არ დააწეროთ PIN კოდი თვითონ ბარათს.

რამოდენიმე რეკომენდაცია ბარათის მფლობელთათვის

  • მომსახურების, ან სავაჭრო ობიექტებში ბარათით სარგებლობისას, შეამოწმეთ ქვითარზე/სლიპ-ზე მითითებული თანხის სისწორე და მხოლოდ შემდეგ მოაწერეთ მასზე ხელი. ასლები აუცილებლად შეინახეთ, სანამ მათზე მითითებული თანხები არ ჩამოიჭრება თქვენი საბარათე ანგარიშიდან.
  • ბარათის მიღებისას უკანა მხარეს განთავსებულ ზოლზე მოაწერეთ ხელი (როგორც პასპორტში გაქვთ მოწერილი). ეს გაუგებრობებს აგარიდებთ ბარათით შემდგომი სარგებლობისას.
  • საზღვარგარეთ ყოფნისას ბარათის ვადის გასვლის, დაკარგვა/დაზიანების, PIN კოდის დავიწყების შემთხვევაში, ახალი ბარათის მიღების პირობების გასაცნობად, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბანკს.
  • სავაჭრო და მომსახურების ობიექტის (მათ შორის კაზინო, ტოტალიზატორი და სხვა) მიერ მინიმალური ნაშთის ზევით ჩარიცხული თანხა ხელმისაწვდომი გახდება ჩარიცხვიდან 30 დღის შემდეგ.

დამატებით დამცავი მექანიზმი

თქვენი თანხების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, Visa/MasterCard საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნით, ბანკის მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს დაკვირვება კლიენტის მიერ ბარათით ჩატარებულ ოპერაციებზე.


იმ შემთხვევაში, თუ ბანკმა მიიჩნია ბარათზე მიმდინარე ოპერაციები საეჭვოდ, ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს (დაბლოკოს) ბარათი კლიენტის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ბარათი დაიბლოკება, თუ დროის მოკლე შუალედში თქვენ განახორციელებთ:
  • პინ-კოდის არასწორედ 3 ჯერ შეყვანას;

ბარათის დაბლოკვის მიზეზების გასარკვევად და ბარათის მოქმედების აღსადგენად, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბანკს.

ტელეფონები ინფორმაციისა და დაკარგული ბარათის ბლოკირებისათვის

თქვენი საბარათე ანგარიშთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დარეკოთ 10:00-18:00 საათებში ტელეფონზე (+995 32) 227 27 17

ბარათის დაკარგვის ან სხვა მიზეზით მისი დაბლოკვის მიზნით გთხოვთ დარეკოთ 24 საათის განმავლობაში ტელეფონზე (+995-32) 227 27 17 ან 277 91 61

სატელეფონო მომსახურებისათვის სავალდებულოა თქვენს მიერ განაცხადის ფორმაში მითითებული პირადი პაროლის დასახელება.
 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions