Geo/ Eng  
ანაბრები
ბმულები
საბავშვო ანაბარი

ბავშვისათვის ფულის შეგროვების საუკეთესო საშუალება.

დააბანდეთ ფული თქვენი შვილების მომავლის უზრუნველყოფაში.
ანაბრის აღწერა საბავშვო ანაბარი საშუალებას გაძლევთ შეაგროვოთ თანხა ბავშვის სრულწლოვანებამდე. სხვა ანაბრებთან შედარებით საბავშვო ანაბარს ერიცხება მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ამასთან, განსაზღვრული არ არის შენატანების გაკეთების გრაფიკი.
საპროცენტო განაკვეთი
ლარში -10.25%, აშშ დოლარში/ევროში - 6.75%, გირვანქა სტერლინგში - 6.75%.
სტანდარტული პროცენტი ერიცხება ანაბარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანაბარზე თანხის დამატება არის ყოველთვიური. წინააღმდეგ შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება 0,5%-ით ნაკლები სარგებელი.
მოცემული განაკვეთები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის.

საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია პირველი 1 წლის განმავლობაში. ერთი წლის გასვლისთანავე ანაბრის საპროცენტო განაკვეთი გადაისინჯება და მიებმება გადასინჯვის მომენტში არსებულ ბანკის საბავშვო ანაბრის ტარიფებს. რაც შეეხება 1 წლის შემდეგ  შემოტანილ დამატებით ტრანშებს, მას დაერიცხება შემოტანის მომენტში არსებული საპროცენტო განაკვეთი.
ძირითადი უპირატესობები
  • მაღალი საპროცენტო განაკვეთი.
  • არ არის აუცილებელი ანაბარზე თანხის განსაზღვრული პერიოდულობით შეტანა (მაგალითად ყოველთვიურად).
მინიმალური შენატანი

პირველადი მინიმალური შენატანი არ მოითხოვება!
მინიმალური შემდგომი შენატანია 10 დოლარი/ევრო/ლარი/გირვანქა სტერლინგი.*
თანხის დამატების პერიოდულობა და შენატანის მაქსიმალური მოცულობა შეზღუდული არ არის.

ვადიანობა ანაბრის მინიმალური ვადაა 2 წელი.
მაქსიმალური ვადა - ბავშვის სრულწლოვანებამდე.
პროცენტის დარიცხვა ანაბარზე პროცენტის დარიცხვა წარმოებს წელიწადში ერთხელ, რთული პროცენტის პირობით.
პირველი დარიცხვა ხდება ანაბრის გახსნის დღიდან ერთ წელში.
ანაბრის 
შეწყვეტა
ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას მეანაბრე მიიღებს პერიოდის განმავლობაში ანაბარზე დარიცხული ჯამური პროცენტის თანხის 70%-ს.
ოპერაციების 
წარმოება 

ანაბარზე დაშვებულია ოპერაციები, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით ასევე უნაღდო სახით.
ანაბარზე თანხა შეგიძლიათ გადაიტანოთ სხვა ანგარიშებიდან ინტერნეტ ბანკის, ტელეფონ ბანკის, მობაილ ბანკის და  ავტომატური გადარიცხვების საშუალებით.*

შესაძლებელია ანაბრის ავტომატური პროლონგაცია იმავე ვადით, რაც საწყისი ანაბარი (მაქსიმუმ ბავშვის სრულწლოვანებამდე).

ანაბრის გახსნა
და განკარგვა

საბავშვო ანაბარი იხსნება ბავშვის სახელზე მშობლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ.* 

საჭირო საბუთები

  • ბავშვის დაბადების მოწმობა
  • ანაბრის გამხსნელის პირადობის მოწმობა
საკომისიო ანგარიშის გახსნა და ოპერაციების წარმოება უფასოა.
ანაბარი იხსნება აშშ დოლარში, ევროში, ლარში და გირვანქა სტერლინგში.

დაბეგვრა

არ იბეგრება

* შემდგომი შენატანის ოდენობა შეზღუდული არ არის დისტანციური სერვისებით ( ინერნეტ ბანკი და ავტომატური გადარიცხვები ) თანხის დამატების შემთხვევაში.

ბონუსი!
გახსენით საბავშვო ანაბარი მაქსიმალური ვადით- ბავშვის სრულწლოვანებამდე და მიიღეთ 0.5%-ით მეტი  წლიური სარგებელი პირველი ორი წლის განმავლობაში.


ჩვენ დაგეხმარებით თქვენი შვილების ფინანსური მომავლის უზრუნველყოფაში.

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions