Geo/ Eng  
ანაბრები
ოქროს ანაბარი

გაამყარე დანაზოგი ოქროთი!

ჩვენი ახალი ანაბარი დაგეხმარებათ გამოიყენოთ თქვენი დანაზოგი უფრო ეფექტურად.

ანაბრის აღწერა
ანაბრის დამატებითი საიმედოობა გარანტირებულია ბანკის მიერ შეძენილი ოქროთი. ანაბრის საპროცენტო სარგებელი  მიბმულია ოქროს ფასზე. მაგალითად, თუ ერთი წლის განმავლობაში ოქროს ფასი:
  • შემცირდა ან გაიზარდა 0%-დან 4%-მდე - ანაბარს დაერიცხება გარანტირებული 4%;
  • გაიზარდა 4%-დან 12%-მდე (მაგალითად, 10%) - ანაბარს დაერიცხება ოქროს ფასის ზრდის ეკვივალენტური საპროცენტო განაკვეთი (ჩვენს მაგალითში, 10%);
  • გაიზარდა 12%-ზე მეტით – ანაბარს დაერიცხება მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, წლიური 12%.
 
უპირატესობები
  • ოქროთი გამყარებული ანაბარი
  • გარანტირებული საპროცენტო სარგებელი
  • სტანდარტულ საპროცენტო სარგებელზე მეტის მიღების შესაძლებლობა
საპროცენტო სარგებელი
4%-12% აშშ დოლარში
პროცენტის დარიცხვა ხდება ანაბრის ვადის გასვლის ბოლოს
მოცემული განაკვეთები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის
მომსახურების ღირებულება
ანაბრის გახსნა - უფასო
მინ. პირველადი შენატანი
500 აშშ დოლარი
სხვა პირობები
  • ანაბრის ვადა: 1 წელი
  • ანაბარზე თანხის დამატება ან შემცირება არ არის შესაძლებელი ვადის ბოლომდე
ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ანაბარს ერიცხება წლიური სარგებელი 2%-ის ოდენობით, ანაბრის ფაქტიურ ვადაზე გაანგარიშებით. ამ შემთხვევაში, ოქროს ფასის ცვლილება არ იქნება გათვალისწინებული

დაბეგვრა

არ იბეგრება

გაამყარე დანაზოგი ოქროთი!

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions