Geo/ Eng  
ანაბრები
ბმულები
ანაბარი "ჩემი მიზანი"
ანაბარი "ჩემი მიზანი" - დაარქვი და დააგროვე!
გამოთვალეთ საპროცენტო სარგებელი
ახალი ანაბრის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეაგროვოთ თანხა კონკრეტული მიზნისთვის (მაგალითად მანქანა, საოჯახო ტექნიკა, მოგზაურობა და ა.შ.) და ამასთან მისი სახელი თქვენ თვითონ შეარჩიოთ, თქვენი მიზნებიდან გამომდინარე!
"ჩემი ახალი მანქანა", "ჩემი შვებულება", "ჩემი დაბადების დღე".
გააცოცხლეთ თქვენი მიზნები მათ მიღწევამდე!

ანაბრის აღწერა

ეს ანაბარი წარმოადგენს ე.წ. "ყულაბას", რომელიც დაგეხმარებათ გამიზნულად შეაგროვოთ თანხა ყოველთვიური დანაზოგების სახით. ბანკი დაარიცხავს სარგებელს თქვენს თითოეულ შენატანს და საშუალებას მოგცემთ ყველაზე ეფექტურად და სწრაფად შეაგროვოთ თანხა თქვენი მიზნებისათვის.

საპროცენტო სარგებელი

თვე  ლარი დოლარი ევრო გირვანქა სტერლინგი
4-5 თვე

6.00%

2.50%

2.50%

2.50%

6-8 თვე

7.00%

3.50%

3.50%

3.50%

9-11 თვე

7.50%

4.00%

4.00%

4.00%

12 თვე

8.00%

4.50%

4.50%

4.50%

13-14 თვე

8.00%

4.50%

4.50%

4.50%

15-17 თვე

8.00%

4.50%

4.50%

4.50%

18-20 თვე

8.10%

4.60%

4.60%

4.60%

21-23 თვე

8.20%

4.60%

4.60%

4.60%

24 თვე

8.25%

4.75%

4.75%

4.75%

მოცემული განაკვეთები მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის

ძირითადი უპირატესობები

■ გერიცხებათ მაღალი საპროცენტო სარგებელი მცირე თანხებსა და ვადებზე.
■ თანხის შეტანის გრაფიკი თავისუფალია.

მინიმალური შენატანი

პირველადი მინიმალური შენატანი არ მოითხოვება. შემდგომი მინიმალური ყოველთვიური დანაზოგი შეადგენს 10 დოლარს/ევროს/ლარს/გირვანქა სტერლინგს.
ყოველთვიური დანაზოგის მაქსიმალური ზღვარი არ არსებობს.

ანაბრის ვადები და პირობები

■ ანაბრის ვადა შეირჩევა არანაკლებ 4 და არაუმეტეს 24 კალენდარული თვის ფარგლებში.
■ დანაზოგის თანხა ნებისმიერ თვეს შეიძლება განსხვავებული იყოს სხვა თვეებთან შედარებით.
■ დაზოგვის პერიოდში ყოველთვიური შენატანის სამჯერ ან მეტჯერ არ გაკეთების შემთხვევაში ანაბარს ერიცხება ფაქტიურად განთავსების ვადის შესაბამის საპროცენტო განაკვეთზე 4%-ით ნაკლები განაკვეთი, მინიმუმ 1%.

ოპერაციების
წარმოება

ანაბარზე დაშვებულია ოპერაციები, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით ასევე უნაღდო სახით.
ანაბარზე თანხა შეგიძლიათ გადაიტანოთ სხვა ანგარიშებიდან ინტერნეტ ბანკის, ტელეფონ ბანკის, მობაილ ბანკის და  ავტომატური გადარიცხვების საშუალებით.

მომსახურების ღირებულება

ანგარიშის გახსნა და ოპერაციების წარმოება უფასოა.

დაბეგვრა

არ იბეგრება

გახსენი ანაბარი "ჩემი მიზანი" - დაარქვი სახელი და დაიწყე დაგროვება!

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions