Geo/ Eng  
ანაბრები
ბმულები
ვადიანი ანაბარი
დანაზოგის საიმედოდ შენახვის საუკეთესო საშუალება

გახსენით ვადიანი ანაბარი და ისარგებლეთ დამატებითი ბონუსებით.
თიბისი ბანკი გთავაზობთ ვადიან დეპოზიტებს საუკეთესო საპროცენტო განაკვეთებით.

ანაბრის აღწერა

ვადიანი ანაბარი გთავაზობთ მაღალ საპროცენტო სარგებელს, სხვა ანაბრებთან შედარებით და გაცილებით მეტ უსაფრთხოებას, ვიდრე ნებისმიერი სხვა მსგავსი ინვესტიცია.

საპროცენტო სარგებელი

თქვენი თანხა გარკვეული ვადით "ილუქება" და ერიცხება ფიქსირებული პროცენტი, რომელსაც მიიღებთ ვადის ბოლოს, ყოველთვიურად ან წინასწარ ანაბრის გახსნისას.

საპროცენტო სარგებლის გატანა შეგიძლიათ ანაბრის გახსნის დღესვე.

რაც მეტია ვადიანი ანაბრის თანხა და ვადა, მით მეტია საპროცენტო სარგებელი.
იხილეთ ვადიანი ანაბრის პროცენტები

ძირითადი უპირატესობები

მინიმალური შენატანი

500 აშშ დოლარი, ლარი, ევრო ან გირვანქა სტერლინგი.

ვადიანობა

ანაბრის ვადა შეგიძლიათ აირჩიოთ მინიმუმ 3 თვიდან - მაქსიმუმ 2 წლამდე.
სხვა პირობები.

*14 თვემდე (ჩათვლით) ვადიანი ანაბრის გახსნის შემთხვევაში საპროცენტო სარგებლის წინასწარ გატანისას საპროცენტო განაკვეთს აკლდება 1%.
*14 თვეზე მეტი ვადით ვადიანი ანაბრის გახსნის შემთხვევაში საპროცენტო სარგებლის წინასწარ გატანისას საპროცენტო განაკვეთს აკლდება 2%.
*საპროცენტო სარგებლის ყოველთვიური გატანისას საპროცენტო განაკვეთს აკლდება 0.5%.

ისარგებლეთ გარანტირებული შემოსავლის და მაღალი უსაფრთხოების შესაძლებლობით. გახსენით ვადიანი ანაბარი ჩვენთან დღესვე!

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions