Geo/ Eng  
სესხები
ენერგოკრედიტი
როგორ შევიქმნათ კომფორტი სახლში და შევამციროთ ხარჯები?
შეიძინეთ ენერგო ეფექტური პროდუქტები და მოახმარეთ თქვენი შემოსავალი თქვენი ოჯახის კეთილდღეობასა და საიმოვნებას.
ენერგოეფექტურობის პროექტის მიზანია მოხდეს ენერგო რესურსების რაციონალურად გამოყენების ხარისხის ამაღლება და თქვენი სახლის ენერგოეფექტურად მოწყობა.
ამაში კი თიბისი ბანკი დაგეხმარებათ - ჩვენ გთავაზობთ ენერგო კრედიტებს შემდეგ პროდუქტებზე:
  • ენერგოეფექტური ფანჯრები
  • შენობების თბოიზოლაცია (კედლების, სახურავების და იატაკის თბოიზოლაცია)
  • ბოილერები და კონდენსატორული ბოილერები
  • მზის თერმული სისტემები, მაღალი ეფექტურობის ბიომასის ღუმელები, ბიოდაიჯესტერები საოჯახო მეურნეობისთვის

გააფორმეთ ენერგოკრედიტი დღესვე და მიიღეთ სესხის თანხის 15% საჩუქრად!

სესხების გაცემის სტიმულირების მიზნით BP მსესხებელს აუნაზღაურებს სუბსიდიის სახით სესხის თანხის 15%-ს.


ენერგო ეფექტურობის სესხის მიღება ძალიან მარტივია:

ენერგო ეფექტური სესხის მისაღებად მსესხებელმა საწყის ეტაპზე უნდა წარმოადგინოს მომწოდებელი კომპანიის ინვოისი პროექტით გათვალისწინებულ შესაძენ ნივთზე. მომწოდებელი კომპანია ავტორიზებული უნდა იყოს ენერგო კრედიტის საიტზე www.energocredit.ge

ენერგოეფექტურობის სესხზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:
  • სამომხმარებლო - ფიქსირებული 20%
  • იპოთეკა - სტანდარტულს -1%
გრანტის ანაზღაურება და მსესხებლის ანგარიშზე ჩარიცხვა მოხდება საქონლის შეძენისა და დამონტაჟების შემდეგ (აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას მომწოდებელი კომპანიის მიღება-ჩაბარების აქტი).
 

შეამცირეთ ხარჯები და იცხოვრეთ კომფორტულად!

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions