Geo/ Eng  
სესხები
ბმულები
სესხის მიღების პროცედურა
მოიწყე ცხოვრება დღეს, გადაიხადე ხვალ!

 

იპოთეკური სესხის მიღების პროცედურა:
ბანკში სესხის აღების პროცესი ყოველთვის იწყება განაცხადის ფორმაში კითხვებზე პასუხების გაცემით, მიუხედავად იმისა ელექტრონულად ავსებთ განაცხადს, თუ პირადად ესაუბრებით ექსპერტს. თქვენი პასუხები და ჩანაწერები მნიშვნელოვნად დაგვეხმარება თავიდანვე სწორად განვსაზღვროთ საჭირო საბუთების ნუსხა, რაც  მაქსიმალურად დააჩქარებს სესხის დამტკიცებას.       
 
  შეავსეთ სესხის განაცხადი დღესვე!
       
სესხის მიღების პროცესი მოიცავს ხუთ ძირითად ეტაპს:
1. გასაუბრება იპოთეკური სესხების მენეჯერთან და განაცხადის შევსება;     
2. საჭირო საბუთების შეგროვება და ბანკში წარმოდგენა;        
3. იპოთეკური სესხების მენეჯერის ვიზიტი მსესხებლის სამსახურში და/ან სახლში და უზრუნველყოფის ობიექტების დათვალიერება; 
4. ბანკის საკრედიტო კომიტეტის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უზრუნველყოფის საგნის იპოთეკით დატვირთვა და დაზღვევა;       
5. თანხის გაცემა. 

ჩვენი საკრედიტო ექსპერტები ყოველთვის მოხარულნი არიან გაგიწიონ დროული კონსულტაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.       
       
საბუთების წარმოდგენიდან იპოთეკური სესხის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საშუალო ვადა შეადგენს 3 დღეს.         
       

გამოიყენეთ თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი და გაიმარტივეთ სესხის მართვა.

 
© TBC Bank
Website Created by Tea Kharitonashvili
Design by Khatuna Dondoladze

Terms and Conditions