|
ოვერდრაფტის არსი |
ოვერდრაფტი არის მოკლევადიანი სესხი. იგი პლასტიკური ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს დახარჯოს ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაცილებით მეტი, ხოლო ბანკის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება დაფაროს მოგვიანებით. |
| ძირითადი უპირატესობები |
-
ოვერდრაფტის პროცენტი დაბალია და მისი გადახდა ხდება მხოლოდ რეალურად დახარჯული თანხიდან.*
-
ოვერდრაფტი დაფინანსების მოქნილი ინსტრუმენტია - თუ კლიენტი უკვე სარგებლობს ოვერდრაფტის უფლებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სესხის აღების შესახებ ბანკის გაფრთხილება საჭირო არ არის. ბანკიდან, ან ბანკომატიდან შეგიძლიათ თამამად გამოიტანოთ თანხა.
-
ოვერდრაფტის მიღება მარტივია.
-
ოვერდრაფტის მიზნობრიობა შეუზღუდავია.
|
| საპროცენტო განაკვეთი |
წლიური 24%
|
| ოვერდრაფტის ზოგადი პირობები |
მინიმალური თანხა: 200 აშშ დოლარი.
მაქსიმალური თანხა: 10,000 აშშ დოლარი.
დაშვების/გაგრძელების საკომისიო: 10 აშშ დოლარი.
მიზნობრიობა: ნებისმიერი.
გადაწყვეტილება მიიღება 1 დღეში.
ოვერდრაფტი გაიცემა აშშ დოლარებში. ** |
| ოვერდრაფტის ვადა |
1 – 12 თვე(არაუმეტეს პლასტიკური ბარათის ვადისა). |
* მაგალითად, კლიენტი შეიძლება სარგებლობდეს ოვერდრაფტით, რომელიც გულისხმობს 1 წლის განმავლობაში 1,000 დოლარის ნებისმიერ მომენტში მიღების უფლებას. რეალურად მომხმარებელმა მხოლოდ 500 დოლარი აითვისა და თანხა 2 კვირაში დააბრუნა. ასეთ შემთხვევაში კლიენტი მხოლოდ 500 დოლარის 2 კვირით სარგებლობის პროცენტს გადაიხდის.
** ლარის ან ევროს ბარათზე ოვერდრაფტის დაშვების შემთხვევაში კლიენტს გახსნილი უნდა ჰქონდეს საბარათე ანგარიში აშშ დოლარშიც.
გაითვალისწინეთ! ბარათზე შესაძლოა იყოს დაკავშირებული რამდენიმე ანგარიში სხვადასხვა ვალუტაში, აქედან ერთ-ერთზე გააქტიურებული იყოს ოვერდრაფტის ლიმიტი. აღნიშნულ ბარათზე დაკავშირებულ რომელიმე ულიმიტო ანგარიშზე თანხის შეტანის შემთხვევაში, მოხდება თანხის კონვერტაცია (კონვერტაცია მოხდება ანგარიშსწორების დღეს ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით) და ოვერდრაფტის ლიმიტის დაფარვა.
მაგალითად: თუ თქვენ სარგებლობთ ბარათით, რომლზეც დაკავშირებულია ანგარიშები სამ ვალუტაში (GEL, EUR, USD) და ანგარიშზე ლარის ვალუტაში გააქტიურებულია ოვერდრაფტის ლიმიტი, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განათავსებთ თანხას ანგარიშზე დოლარის ან ევროს ვალუტაში, თანხა დაკონვერტირდება მიმდინარე დღის ბანკის კომერციული კურსის შესაბამისად და გადაიფარება ოვერდარფტის ლიმიტი ლარის ანგარიშზე.
სტანდარტული ოვერდრაფტის კონკრეტული პირობები მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით:
|
ფიზიკური პირები, რომლებსაც თიბისი ბანკში ერიცხებათ ხელფასი: |
თიბისი ბანკის ვადიანი ანაბრის მფლობელები: |
თიბისი ბანკის კლიენტი კომპანიების დამფუძნებლები და თანამშრომლები: |
თიბისი ბანკის გრძელვადიანი იპოთეკური სესხის მფლობელები: |
|
ოვერდრაფტის მაქსიმალური თანხა: |
ერთი თვის ხელფასის 80%; |
დეპოზიტის თანხაზე 50 აშშ დოლარით ნაკლები. ოვერდრაფტზე დარიცხული პროცენტის გათვალისწინებით; |
ერთი თვის შემოსავალი. კომპანიის მიერ დაფინანსებული საზღვარგარეთ მივლინების შემთხვევაში – 10,000 აშშ დოლარი; |
ერთი თვის შემოსავლის 50%; |
|
ოვერდრაფტით სარგებლობის ვადა: |
შრომითი ხელშ.-ის ამოწურვამდე 10 დღე Visa Electron ბარათებისთვის, 30 დღე დანარჩენი Visa ბარათებისთვის; |
ანაბრის ვადის გასვლამდე 10 დღე VISA Electron ბარათებისთვის,
30 დღე დანარჩენი Visa ბარათებისთვის; |
შრომითი ხელშ.-ის ვადის გასვლამდე 10 დღე Visa Electron ბარათებისთვის,
30 დღე დანარჩენი Visa ბარათებისთვის; |
არაუმეტეს იპოთეკური სესხის და/ან პლასტიკური ბარათის ვადისა; |
|
პერიოდული დაფარვის ვადა: |
ოვერდრაფტის წარმოქმნიდან 40 დღის განმავლობაში; |
ოვერდრაფტის ვადის ბოლოს; |
ოვერდრაფტის წარმოქმნიდან 40 დღის განმავლობაში; |
ოვერდრაფტის წარმოქმნიდან 40 დღის განმავლობაში; |
|
უზრუნველყოფა: |
არ მოითხოვება; |
ვადიანი ანაბარი; |
კომპანიის თავდება; |
არ მოითხოვება; |
|
სხვა პირობები: |
_ |
_ |
კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს ბანკის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს; |
მსესხებლის შემოსავალი უნდა აჭარბებდეს თვეში 1,000 აშშ დოლარს; დადებითი საკრედიტო ისტორია უნდა აჭარბებდეს 3 თვეს; |
მომხმარებელს, რომელიც სარგებლობს ოვერდრაფტით, შეუძლია ბანკში მოუსვლელად მიიღოს ინფორმაცია ოვერდრაფტის შესახებ სხვა და სხვა ელექტრონული საშუალებებით:
- ინტერნეტ ბანკით
- SMS შეტყობინებით