ბიზნესი - პირდაპირ კომუნიკაციების მართვა

Registration has ended

მიმართულების შესახებ

ჩვენს გუნდს პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცენტრი ეწოდება და ჩვენი მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება ოპტიმალური გზით მივიტანოთ მომხმარებლებამდე საბანკო სერვისების შესახებ ინფორმაცია. ამისთვის ვიყენებთ პირდაპირი კომუნიკაციის ისეთ არხებს როგორიცაა სატელეფონო, SMS, E-mail და Push შეთავაზებები. ვაანალიზებთ საკომუნიკაციო სეგმენტებს, ვაკვირდებით რა შედეგები მოვიტანეთ ამათუ იმ კამპანიით და ვფიქრობთ როგორ შეიძლება ჩვენი აქტივობების მეტად ოპტიმიზაცია.

ჩვენი მისიაა დავეხმაროთ ბიზნესს პროდუქტების ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდის გზით და ამავდროულად დავიცვათ მომხმარებლები ჭარბი კომუნიკაციებისგან.

სწორედ ამ გუნდისთვის ვეძებთ სტაჟიორს, რომელიც შემოგვიერთდება, ჩვენთან ერთად იმუშავებს და დააგროვებს ცოდნას და გამოცდილებას ამ მიმართულებით.

ვის ვეძებთ და პროგრამაში მოსახვედრად რა არის საჭირო?

თუ, ხარ:

  • ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული

  • გაინტერესებს როგორ იღებს გადაწყვეტილებებს მომხმარებელი და რა უნდა მას

  • მზად ხარ, გამოყო დრო და ინტენსიურად ჩაერთო სწავლისა და მუშაობის პროცესში

პროგრამაში მოსახვედრად უნდა გაიარო

პროგრამის დეტალები

სტაჟირების დასაწყისში გაივლი ე.წ. Onboarding-ს, რომელიც დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება. ამ პერიოდში გაიცნობ კოლეგებს, გაივლი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ტრენინგებს, გაეცნობი ორგანიზაციის კულტურას და თავისებურებებს. ამის პარალელურად დაიწყებ ინდივიდუალურად მუშაობას შენს მენტორთან, რომელიც პირველივე თვიდან დაგეხმარება განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში.

სტაჟირების განმავლობაში ჩაერთვები გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაში: ნახავ, როგორ ვფიქრობთ და ვგეგმავთ კამპანიებს, რა პროგრამებს ვიყენებთ მათ სისრულეში მოსაყვანად. როგორ ვზომავთ ამა თუ იმ კამპანიის წარმატებას და როგორ ვმუშაობთ სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებთან ერთად შედეგების გაუმჯობესებაზე.

მენტორისგან მიიღებ როგორც მყისიერ, ისე დაგეგმილ უკუკავშირებს და შენც ნუ მოერიდები, რომ თავად ჰკითხო ხოლმე აზრი. ის ასევე დაგეხმარება, რომ გაიცნო სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები და გაიფართოო სანაცნობო წრე.

სამუშაო გრაფიკი მოქნილია, რაც უნივერსიტეტთან შეთავსების საშუალებას მოგცემს და კვირაში მინიმუმ 20 საათი უნდა გამოყო სტაჟირებისთვის.

პროგრამის ხანგრძლივობაა 6-12 თვემდე და დამოკიდებულია სტაჟიორის ინდივიდუალური განვითარების შედეგზე.

სტაჟირების შემდგომი დასაქმება

სტაჟირების დასრულების შემდეგ პოზიციაზე გადასვლა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • მენტორმა უნდა დაადასტუროს შენი ტექნიკური და კომპეტენციური მზადყოფნა

  • უნდა არსებობდეს მიმდინარე ღია ვაკანსია

  • უნდა გქონდეს სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა/დრო

ამის გათვალისწინებით, სრულ განაკვეთზე გადაყვანა შეიძლება მოხდეს, როგორც 6 თვემდე ვადაში, ასევე შესაძლოა სტაჟირება 12 თვეც გაგრძელდეს.

Registration has ended