ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილების მთავარი ამოცანაა ორგანიზაციის თანამშრომლებზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნის უზრუნველყოფა: თიბისის კულტურული ღირებულებების გამზიარებელი ტალანტების მოზიდვა, შერჩევა, განვითარება და შენარჩუნება. ამისთვის მუდმივად ვმუშაობთ ადამიანურ კაპიტალის მართვის პროგრამებზე, ტექნოლოგიებზე, პროცედურებისა და პოლიტიკების დახვეწაზე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ პოზიტიური სამუშაო გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი შეძლებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებას და წვლილის შეტანას კომპანიის ზრდაში. თიბისის კულტურის განვითარება და თანამშრომლებთან გაზიარება ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანია დიდ რესურსს ხარჯავს თანამშრომლების განვითარებაზე, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და გვაქვს მრავალფეროვანი პროგრამები.
სწორედ ადამიანური კაპიტალის მართვის გუნდში ვეძებთ სტაჟიორს, რომელიც შემოგვიერთდება და შეძლებს სხვადასხვა მიმართულებით დააგროვოს ცოდნა და გამოცდილება.
ვის ვეძებთ და პროგრამაში მოსახვედრად რა არის საჭირო?
თუ, ხარ:
ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული
შენს სამომავლო კარიერას ხედავ ადამიანური კაპიტალის მართვის სფეროში
მზად ხარ, გამოყო დრო და ინტენსიურად ჩაერთო სწავლისა და მუშაობის პროცესში
პროგრამაში მოსახვედრად უნდა გაიარო
პროგრამის დეტალები
სტაჟირების დასაწყისში გაივლი ე.წ. Onboarding-ს, რომელიც დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება. ამ პერიოდში გაიცნობ კოლეგებს, გაივლი კომპანიის სტრუქტურისა და კორპორატიული კულტურის შესახებ ტრენინგებს. ამის პარალელურად დაიწყებ ინდივიდუალურად მუშაობას შენს მენტორთან, რომელიც პირველივე თვიდან დაგეხმარება განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში. სტაჟირების განმავლობაში ჩაერთვები განყოფილების სხვადასხვა მიმართულების საქმიანობაში და დააგროვებ პრაქტიკულ გამოცდილებას. მენტორთან ერთად თითოეული ქვემიმართულების წარმომადგენელიც დაგეხმარება მის ნაწილში კარგად გარკვევასა და კომპეტენციების დაგროვებაში.
მენტორისგან მიიღებ როგორც მყისიერ, ისე დაგეგმილ უკუკავშირებს და შენც ნუ მოერიდები, რომ თავად ჰკითხო ხოლმე აზრი. ის ასევე დაგეხმარება, რომ გაიცნო სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები და გაიფართოვო პროფესიული ქსელი.
სამუშაო გრაფიკი მოქნილია, რაც უნივერსიტეტთან შეთავსების საშუალებას მოგცემს და კვირაში მინიმუმ 20 საათი უნდა გამოყო სტაჟირებისთვის.
პროგრამის ხანგრძლივობაა 6-12 თვემდე და დამოკიდებულია სტაჟიორის ინდივიდუალური განვითარების შედეგზე.
სტაჟირების შემდგომი დასაქმება
სტაჟირების დასრულების შემდეგ პოზიციაზე გადასვლა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
მენტორმა უნდა დაადასტუროს შენი ტექნიკური და კომპეტენციური მზადყოფნა
უნდა არსებობდეს მიმდინარე ღია ვაკანსია
უნდა გქონდეს სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა/დრო
ამის გათვალისწინებით, სრულ განაკვეთზე გადაყვანა შეიძლება მოხდეს, როგორც 6 თვის შემდეგ, ასევე შესაძლოა სტაჟირება 12 თვეც გაგრძელდეს.