შეაგროვე სტიკერები და დასაჩუქრდი 500 ლარით
იმისათვის, რომ გაიმარჯვო გათამაშებაში, აუცილებელია გქონდეს გაზეთი თიბისის მაცნე, რომელიც შეგიძლია მიიღოთ იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელოსა და კახეთში არსებულ თიბისი ბანკის ფილიალებში.
გაზეთში ერთ-ერთ გვერდზე შეხვდებით სტიკერების ჯიბეს, რომელშიც განთავსებული იქნება სხვადასხვა სტიკერი, ხოლო ქვემოთ გამოყოფილი იქნება სტიკერების ჩასაკრავი სივრცე.
გათამაშებაში გაიმარჯვებენ ის პირები, რომლებიც გათამაშების პერიოდში, შეაგროვებენ შვიდ განსხვავებულ სტიკერს და შეავსებენ გაზეთში სტიკერებისთვის განკუთვნილ ცარიელ ადგილებს.
იმისათვის, რომ გათამაშებაში მონაწილემ შეძლოს ყველა სტიკერის შეგროვება, გარდა გაზეთის მიღებისა, მონაწილემ უნდა მოძებნოს სხვა პირი, ვისაც ასევე ექნება გაზეთიდან ამოღებული განსხვავებული სტიკერები და გაცვალონ ერთმანეთში. მაგ. შესაძლებელია გათამაშების ერთ მონაწილეს ჰქონდეს სწორედ ის სტიკერი, რომელიც სხვა მონაწილეს სჭირდება და პირიქით, რაც დაეხმარებათ მონაწილეებს მოიპოვონ ყველა სტიკერი.
გათამაშებაში გამარჯვებისათვის საჭიროა მონაწილემ შეაგროვოს 7 (შვიდი) ერთეული სხვადასხვა სახის სტიკერი:
ჭარხალი
პომიდორი
სტაფილო
ხახვი
კიტრი
ბადრიჯანი
ბულგარული
მონაწილე, რომელიც თიბისი ბანკის ნებისმიერი ფილიალში წარადგენს გაზეთს, რომელშიც ჩაკრული იქნება ყველა სტიკერი, ბანკი გადასცემს საჩუქარს 500 ლარის ოდენობით;
გათამაშება ჩატარდება შემდეგ რეგიონებში: კახეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი.
გათამაშებაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას თიბისი ბანკის თანამშრომლები და 18 წლამდე არასრულწლოვანი პირები;
ბანკი იტოვებს უფლებას საეჭვო ქმედებების შემთხვევაში უარი განუცხადოს გათამაშებაში გამარჯვებულს საჩუქრის გადაცემაზე.
გათამაშება გაგრძელდება 10 დეკემბრამდე