ანონიმური მხილების ვებ გვერდი შექმნილია ნებისმიერი პირისთვის, ვინც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი თიბისი ბანკში და მის შვილობილ კომპანიაში არსებულ ინციდენტებზე/დარღვევებზე, მაგრამ თავს იკავებს აღნიშნული ინფორმაციის სხვა გზებით დაფიქსირებისგან.
ანონიმური მხილების ვებ გვერდზე „დაფიქსირება" ღილაკზე ხელის დაჭერით თქვენ გამოგიჩნდებათ დაცული ელექტრონულად შესავსები ფორმა. ფორმაში არსებული ველების მეშვეობით თქვენ უნდა მიუთითოთ ის ძირითადი ინფორმაცია, რაც საჭიროა თქვენს მიერ მოწოდებული შემთხვევის გასაანალიზებლად.
ელექტრონულ ფორმაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, თუმცა აღნიშნული ველები არის ნებაყოფლობითი და იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ, რომ დარჩეთ ანონიმად, შეგიძლიათ ეს ველები დატოვოთ ცარიელი.
სასურველია მოგვაწოდოთ ელ.ფოსტის მისამართი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ თქვენთან კომუნიკაცია დამატებითი ინფორმაციის მიღების ან დაფიქსირებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ ისეთი ელ.ფოსტის მისამართი, რომელიც არ შეიცავს თქვენს მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს (მაგ სახელი, გვარი).
თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა ინციდენტის აღწერას თან დაურთოთ დამადასტურებელი დოკუმენტი/ები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.