როგორ ვმართო სხვადასხვა კომპანიის ანგარიში ბიზნეს მობაილბანკიდან?
chevron-down-outlined
ავტორიზაციის გვერდზე აირჩიეთ „ანგარიშის დამატება“, შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი და დაადასტურეთ. მობაილბანკში სასურველი რაოდენობის მომხმარებლის დამატებას შეძლებთ.
ინდმეწარმე ვარ და, როგორც ფიზიკური პირი, უკვე ვსარგებლობ თიბისი მობაილბანკით, როგორ დავრეგისტრდე ბიზნეს მობაილბანკის აპლიკაციაში?
chevron-down-outlined
ხელახალი რეგისტრაცია არ დაგჭირდებათ. ბიზნეს მობაილბანკში შესვლას შეძლებთ ფიზიკური პირის მომხმარებლის სახელითა და პაროლით.
როგორ დავადასტურო კომპანიის ბუღლატრის მიერ შექმნილი გადარიცხვა მარტივად, დიჯიპასის გარეშე?
chevron-down-outlined
დააყენეთ მარტივი შესვლა - ბიზნეს მობაილბანკის პარამეტრებში ჩართეთ ბიომეტრიული ავტორიზაცია და გაააქტიურეთ პასკოდი.
გაასანდოეთ თქვენი ტელეფონი - ბიზნეს მობაილბანკის პარამეტრებში აირჩიეთ სანდო მოწყობილობები, სიაში მოძებნეთ თქვენი ტელეფონი და დააჭირეთ ხელი ღილაკს “სანდო მოწყობილობა”
შევძლებ თუ არა კომპანიის ბუღლატრის მიერ შექმნილი გადარიცხვის დადასტურებას SMS კოდით?
chevron-down-outlined
გადარიცხვასა და გადახდებს SMS კოდითაც დაადასტურებ. კომპანიის დირექტორს შესაბამისი როლის ჩართვა ინტერნეტბანკიდან შეუძლია. მთავარ გვერდზე აირჩიეთ ''კომპანიის მართვა'', შემდეგ ''მომხმარებლების მართვა'' და “შეცვლის” ღილაკის დახმარებით შეარჩიეთ როლი: “კორპორატიული SMS”. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ ფილიალს ან დაგვიკავშირდით: +995 32 227 27 27