საინკასაციო მომსახურება

Image-1

თუ გჭირდებათ დიდი მოცულობის ნაღდი ფულის მართვა ან ტრანსპორტირება, თიბისი გთავაზობთ სწრაფ და უსაფრთხო საინკასაციო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით. 

რას მოიცავს ინკასაციის მომსახურება? 

  • სტანდარტული ინკასაცია  

 1 ობიექტის ყოველთვიური საკომისიოა შეთანხმებული ფიქსირებული თანხა. მომსახურება ვრცელდება თბილისის, თელავის, გორის, ფოთის, ქუთაისისა და ბათუმის ტერიტორიებზე. სარგებლობა შეგიძლიათ ყოველდღე, უქმე დღეებისა და კვირის გარდა, ჩამოთვლილი ქალაქებიდან მაქსიმუმ 50 კმ-ის მანძილზე. 

  • ერთჯერადი ინკასაცია  

თუ ობიექტზე ინკასაცია დაგჭირდათ თვეში მაქსიმუმ 3-ჯერ, გთავაზობთ ერთჯერადი ინკასაციის მომსახურებას - რა დროსაც შეთანხმებულ საკომისიოს ცალკეული მომსახურების შემდეგ გადაიხდით; სარგებლობა შეგიძლიათ ყოველდღე, უქმე დღეებისა და კვირის გარდა, ჩამოთვლილი ქალაქებიდან მაქსიმუმ 50 კმ-ის მანძილზე. 

  • კილომეტრაჟით ინკასაცია 

თუ მომსახურების მიღება გსურთ ჩამოთვლილი ქალაქებიდან 50 კმ-ზე მეტ მანძილზე, შეთანხმებული საკომისიო დაითვლება კილომეტრაჟით; მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ ყოველდღე, უქმე დღეებისა და კვირის გარდა 

*თანხა ანგარიშზე აისახება იმავე დღეს;  

*ინკასაციის მომსახურებას მიიღებთ სასურველ დროს, 10:00-19:00 საათებში.