სალარე საგადახდო დავალება
სალარე საგადახდო დავალების შესრულებისთვის აუცილებელი რეკვიზიტები:
მიმღები ბანკის კოდი;
მიმღების ანგარიშის ნომერი(IBAN);
მიმღების დასახელება;
დავალების მიღებას ბანკი განახორციელებს შესაბამისი ფილიალის სამუშაო საათების მიხედვით:
ბანკის შიდა სალარე საგადახდო დავალების შესრულება მოხდება მიმდინარე დღის თარიღით, თუ სალარე საგადახდო დავალება შესასრულებლად წარდგენილია:
სამუშაო დღე - 20:00 საათამდე;
შაბათ დღე - 14:00 საათამდე.
შენიშვნა: მითითებული საათების შემდეგ, ასევე არასამუშაო დღეებში, მორიგე და 24/7 სერვის ცენტრებში მიღებული შიდა სალარე საგადახდო დავალებების შესრულება მოხდება მომდევნო სამუშაო დღის თარიღით, იმ შემთხვევაში, თუ შიდა საგადახდო დავალება საჭიროებს დამატებით შემოწმებას ბანკის მხრიდან.
ბანკის გარე სალარე საგადახდო დავალება შესრულდება მიმდინარე დღის თარიღით, თუ სალარე საგადახდო დავალების შესრულება განხორციელდება:
სამუშაო დღე - 17:30 საათამდე.
შენიშვნა: მითითებული საათების შემდეგ, ასევე არასამუშაო დღეებში, მორიგე და 24/7 სერვის ცენტრებში მიღებული გარე სალარე საგადახდო დავალებების შესრულება მოხდება მომდევნო სამუშაო დღის თარიღით.
სავალუტო საგადახდო დავალება
სავალუტო საგადახდო დავალების შესრულებისთვის აუცილებელი რეკვიზიტები:
მიმღები ბანკის კოდი;
მიმღების ანგარიშის ნომერი (IBAN);
მიმღების დასახელება;
გადარიცხვის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი/ინვოისი(თანხა ≥ 100 000 GEL/ეკვ. ერ. კ. ვალუტაში).
სავალუტო საგადახდო დავალების მიღებას ბანკი განახორციელებს შესაბამისი ფილიალის სამუშაო საათების მიხედვით.
ბანკის შიდა სავალუტო საგადახდო დავალების შესრულება მოხდება მიმდინარე დღის თარიღით, თუ სავალუტო საგადახდო დავალება შესასრულებლად წარდგენილია:
სამუშაო დღე - 20:00 საათამდე;
შაბათ დღე - 14:00 საათამდე.
შენიშვნა: მითითებული საათების შემდეგ, ასევე არასამუშაო დღეებში, მორიგე და 24/7 სერვის ცენტრებში მიღებული შიდა სავალუტო საგადახდო დავალებების შესრულება მოხდება მომდევნო სამუშაო დღის თარიღით, იმ შემთხვევაში, თუ შიდა საგადახდო დავალება საჭიროებს დამატებით შემოწმებას ბანკის მხრიდან.
ბანკი გარე სავალუტო საგადახდო დავალებას შესასრულებლად გადასცემს შესაბამის მიმღებ ბანკს მიმდინარე დღის თარიღით, თუ სავალუტო საგადახდო დავალება შესასრულებლად წარდგენილია:
სამუშაო დღე - 18:00 საათამდე.
შენიშვნა: მითითებული საათების შემდეგ, ასევე არასამუშაო დღეებში, მორიგე და 24/7 სერვის ცენტრებში მიღებული გარე სავალუტო საგადახდო დავალებების შესრულება მოხდება მომდევნო სამუშაო დღის თარიღით.