გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ვეგვერდზე შესვლით თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად და უპირობოდ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. ამასთან, სს თიბისი ბანკი უფლებამოსილია, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილებების შესახებ შეტყობინება გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით), ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ვებგვერდზე მოცემული წესები და პირობები. ამასთან, თქვენი ყოველი მომდევნო შემოსვლა ნიშნავს ავტომატურ თანხმობას წინამდებარე პირობებზე.
ბანკის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბანკის მომსახურების საქართველოს ტერიტორიაზე მიღებით. ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად ან/და სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ არეალში.
წინამდებარე ვებგვერდზე განთავსებული კონკრეტული მომსახურება, პროდუქტები ან/და ინფორმაცია შეიძლება რეგულირდებოდეს სპეციალური პირობებით/ხელშეკრულებით. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასეთ მომსახურებასთან, პროდუქტთან ან/და ინფორმაციასთან მიმართებით შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი კონსულტაცია.
ტერმინთა განმარტება
ამ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
თქვენ/მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს წინამდებარე ვებგვერდითა და სს თიბისი ბანკის ნებისმიერი მომსახურებით.
ჩვენ/ბანკი - სს თიბისი ბანკი, საიდენტიფიკაციო კოდი - 204854595;
ვებგვერდი - წინამდებარე ვებგვერდი.
ინფორმაცია - ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც გადაეცემა მომხმარებელს ნებისმიერი ფორმით ბანკისგან ან/და მისი ნებისმიერი თანამშრომლისაგან, მათ შორის და არა მხოლოდ ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია წინამდებარე ვეგვერდზე. ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმითა და სახით, მათ შორის, წერილების, დასკვნების, ანალიტიკური მასალების, კვლევის შედეგების, სქემებისა და გრაფიკების, წესდებისა და ხელშეკრულებების, აგრეთვე, სხვადასხვა დოკუმენტის სახით როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული, ან ზეპირი ფორმით.
მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა ბანკისა და მომხმარებლისა, მათ შორის და არა მხოლოდ, ფიზიკური და იურიდიული პირები, საჯარო დაწესებულებები;
მხარე/მხარეები - ბანკთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირი;
კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
შეთანხმება
წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს ამავე ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ბანკის მიერ ამავე ვებგვერდის მეშვეობით შეთავაზებულ ელექტრონულ სერვისებს, პროდუქტებსა და განთავსებულ ინფორმაციასთან დაშვების საკითხებს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წარმოადგენთ ჩვენს მომხმარებელს და ჩვენსა და თქვენ შორის გაფორმებულია კონკრეტული საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, წინამდებარე წესები იმოქმედებს კონკრეტული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, თუ რა თქმა უნდა, ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
პასუხისმგებლობა და ვებგვერდის გამოყენება
ბანკი სრულად არის პასუხისმგებელი - ბანკის ან/და მისი პროდუქტების/სერვისების შესახებ ბანკის მიერ ამ ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის.
ვებგვერდზე წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. ბანკი არ არის პასუხისმგებელი ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც თქვენთვის ვებგვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზით არაა ხელმისაწვდომი.
ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. თქვენ ვალდებული ხართ, არ გაავრცელოთ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ვებგვერდის სტრუქტურა, გამოსახულება ან/და დიზაინი; არ გადასცეთ, არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება კომერციული მიზნებისთვის, ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის/შინაარსის გამოყენება ხდება პირადი მოხმარებისთვის ან საგანმანათლებლო მიზნებისთვის.
მომხმარებელს მკაცრად ეკრძალება წინამდებარე ვებგვერდისა და მასზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის, ელექტრონული მონაცემების არასანქცირებული გამოყენება, ასევე, ელექტრონულ სისტემაში არასანქცირებული შესვლა. ისეთ შემთხვევებში, როდესაც მომხმარებლის მიერ წინამდებარე ვებგვერდის გამოყენება არ შეესაბამება ამ დოკუმენტით ან თქვენთან გაფორებული კონკრეტული ხელშეკრულებით განსაზღვრულ წესებს, ბანკი უფლებამოსილია, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეწყვიტოს მომხმარებლისათვის წინამდებარე ვებგვერდითა და წესებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება და მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
ვებგვერდზე რეგისტრაციისას (ასეთის არსებობისას), თქვენ ვალდებული ხართ, არ გადასცეთ მესამე პირს თქვენ მიერ გამოყენებული მომხმარებელი და პაროლი. მსგავს შემთხვევაში, ბანკი არ არის პასუხისმგებელი, როგორც სისტემაში არაავტორიზებული შესვლისათვის, ასევე, არასანქცირებული შესვლით გამოწვეული ზიანისათვის, თუ წინამდებარე წესებით, ან/და კონკრეტული ხელშეკრულებით, ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ვებგვერდის გამოყენებისას, მომხმარებელს ეკრძალება უკანონო/თაღლითური ქმედება; ცილისმწამებლური, სიძულვილის ენით საუბარი; ან სხვა არასასურველი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება/ტრანსმისია, რაც ეწინააღმდეგება ბანკისა და ნებისმიერი მესამე პირის ინტერესებს, საქმიან რეპუტაციას ან/და მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი შედეგი წარმოადგენს მხოლოდ თქვენს პასუხისმგებლობას. ამასთან, თქვენს ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს თქვენ მიერ გამოყენებული იმ მოწყობილობების გაუმართაობა და ასეთი გაუმართაობისაგან დამდგარი ნებისმიერი ზიანი, რომლებსაც იყენებთ ვებგვერდზე წვდომისთვის.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, შესაძლოა, მოიცავდეს სამომავლო პროგნოზებს, რომლებიც ეფუძნება ბანკის გათვლებს და შეეხება ისეთ სამომავლო საკითხებს, როგორიცაა ბანკის ეკონომიკური შედეგები, ბიზნეს გეგმები და სტრატეგიები. აღნიშნული პროგნოზები, შესაძლოა, გარკვეულ რისკებთან იყოს დაკავშირებული და წინასწარ უცნობი მიზეზებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მივიღოთ პროგნოზირებულისგან მატერიალურად განსხვავებული ფაქტობრივი შედეგები. მიმდინარე შედეგებში სხვაობის გამომწვევი გარემოებები შესაძლოა იყოს (თუმცა არ შემოიფარგლებოდეს): ახალი რეგულაციები, კონკურენტული გარემო, ტექნოლოგიური ცვლილებები და სხვა ფაქტორები, შესაბამისად, ბანკის მიერ ან ბანკის სახელით, აქციონერების, დირექტორების, ოფიცრების, თანამშრომლების, წარმომადგენლების მიერ ან/და მათი სახელით არ გაიცემა პირდაპირი ან ირიბი გარანტია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა და მოსაზრებების სიზუსტესთან, სისრულესთან ან სისწორესთან დაკავშირებით.
ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ნებისმიერ სხვა მომსახურებასთან დაკავშირებული წესები და პირობები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციისთვის. ამგვარი ინფორმაცია არ წარმოადგენს ბანკის მხრიდან თქვენდამი შეთავაზებას, რომ შეიძინოთ, გაყიდოთ ან/და მიიღოთ ამგვარი ფინანსური ინსტრუმენტები ან/და მომსახურება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკის მიერ ეს ინფორმაცია ცალსახად არის წარმოდგენილი, როგორც საჯარო შეთავაზება, კანონმდებლობის შესაბამისად). ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც რეკომენდაცია მომსახურების/პროდუქტების/თანხის მიღებასა და განკარგვასთან, ნებისმიერი გარიგების გაფორმებასთან ან საინვესტიციო საკითხთან მიმართებით.
ბანკი არ არის პასუხისმგებელი იმ ინფორმაციისთვის, რომელსაც თქვენ წარუდგინეთ ბანკს ამავე ვებგვერდის გამოყენებით. ასევე, ბანკი არ არის პასუხისმგებელი ამ ინფორმაციის გამოყენების შედეგად დამდგარი ნებისმიერი ზიანისთვის, თუ ეს ზიანი განპირობებულია ბანკისთვის განზრახ მიწოდებული არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის გამოყენების შედეგად და თუ ბანკმა არ იცოდა, ან არ შეიძლება სცოდნოდა, რომ ასეთი ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ არაზუსტი ან არასწორი იყო.
გთხოვთ, ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი ვებგვერდის მეშვეობით მიღებული ინფორმაციის დაცვასა და შენახვაზე.
ინფორმაცია მესამე პირების შესახებ
ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია მესამე პირების/პარტნიორი კომპანიების შესახებ გამიზნულია მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის ინფორმირებისათვის.
მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვინაიდან ვებგვერდზე განთავსებულ ბმულებზე საკუთრების უფლება გააჩნიათ მესამე პირებს, მათზე შეიძლება ვრცელდებოდეს წინამდებარე დოკუმენტისაგან განსხვავებული წესები. შესაბამისად, მომხმარებელი ვალდებულია, დამოუკიდებლად გაეცნოს აღნიშნულ პირობებს.
ბანკი არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების ინტერნეტგვერდების შინაარსზე, გამოყენებასა თუ ხელმისაწვდომობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, ბანკი ინარჩუნებს პასუხისმგებლობას მისი პარტნიორი კომპანიების (მათ შორის "საკრედიტო შუამავლების") მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ვალდებულება ბანკს ეკისრება კანონმდებლობით.
ინტელექტუალური საკუთრება
ბანკის საავტორო უფლებები სრულად ვრცელდება წინამდებარე ვებგვერდსა და ამავე ვებგვერდზე განთავსებულ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით), სტრუქტურასა და დიზაინზე. ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე ბანკის მიერ შექმნილი და რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის, მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე და არამხოლოდ.
ნებისმიერ პირს, სათანადო წერილობითი თანხმობის გარეშე, ეკრძალება ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, ლოგოს, სურათის, პატენტის, გამოსახულების, პიქტოგრამის, გრაფიკის, სასაქონლო ნიშნების, ბანკის მიერ შექმნილი ვიზუალური მედიის, დიზაინის ან/და სხვა ნებისმიერი ტიპის ინტელექტუალური საკუთრების არასანქცირებული გამოყენება.
ინტელექტუალური საკუთრების ვებგვერდზე განთავსება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. თუ წინამდებარე წესებითა და მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, აკრძალულია ვებგვერდის შინაარსის ნებისმიერი საშუალებით ან ფორმით რეპროდუცირება, წარმოდგენა, გავრცელება ან გაუვრცელებლობა, მთლიანად ან ნაწილობრივ. ამასთან, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება დაიშვება მხოლოდ და მხოლოდ პირადი არაკომერციული მიზნებისათვის და ისიც მხოლოდ მასზე საავტორო/ინტელექტუალური საკუთრების უფლების მქონე პირის მითითებით.
იმ შემთხვევაში, თუ ბანკის რომელიმე ვებგვერდი მომხმარებლებს ანიჭებს ჩატის, ინტერაქციისა თუ დიალოგის/დისკუსიის გამართვის შესაძლებლობას, მომხმარებელი ვალდებულია, აღნიშნული არხების საშუალებით დააფიქსიროს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელზეც ფლობს ინტელექტუალურ საკუთრებას ან აქვს შესაბამისი პირის თანხმობა.
ბანკის ვებგვერდზე განთავსებული მესამე პირების შესახებ ინფორმაცია (ლოგო/სახელები/სასაქონლო ნიშნები) შეიძლება წარმოადგენდეს ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელზეც უფლება გააჩნიათ მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნულ მესამე პირებს.
კონფიდენციალურობა
ბანკი მომხმარებლისაგან პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ეფექტური მომსახურების გასაწევად ან/და სერვისის მისაწოდებლად. ამასთან, პირადი ინფორმაციის მიღება და დამუშავება ხორციელდება თქვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ბანკი ზრუნავს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის დაცვაზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად გაზიარების პროცესი შეიძლება არ იყოს დაშიფრული, ბანკი იყენებს ყველა გონივრულ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას თქვენი მონაცემების დასაცავად, თუმცა დისტანციური კომუნიკაციისას გამორიცხული არ არის მესამე პირების არასანქცირებული წვდომის რისკი.
მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ბანკის მიერ შეფასების მომზადების, სტატისტიკური ანალიზისა და მომსახურების ხარისხის შეფასებისთვის, სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის. ამასთან, მსგავსი ტიპის ინფორმაცია მესამე პირზე გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის, თქვენსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული წესის, ან/და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
დავების გადაწყვეტა
წინამდებარე შეთანხმება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეთანხმების ნებისმიერი ნაწილის, პუნქტის ან/და კონკრეტული შინაარსის ბათილობა არ იწვევს მთლიანი დოკუმენტის ბათილობას.
დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან შეთანხმებას ურთიერთმოლაპარაკების გზით მიაღწიონ. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოს სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
კონტაქტი
ნებისმიერი კითხვის, რეკომენდაციის ან/და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:
მისამართი: მარჯანიშვილის ქუჩა #7, თბილისი, საქართველო
info@tbcbank.com.ge | (+995 32) 27 27 27