globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

QR გადარიცხვა

qr

23 თებერვალს მობაილბანკს ახალი, ინოვაციური პროდუქტი, QR გადარიცხვა დაემატა. ფუნქციონალი მომხმარებელს უმარტივებს თანხის გადარიცხვასა და მიღებას. ამ გზით აღარ არის საჭირო ანგარიშის ნომრის ან პირადი ნომრის კარნახი, ასევე არც მიმღების გადამოწმება და მის რამდენიმე ანგარიშს შორის არჩევანის გაკეთება.

მომხმარებელს შეუძლია, მობაილბანკში საკუთარ IBAN ანგარიშზე გადასვლით იპოვოს უნიკალური QR, რომელიც თითოეულ ანგარიშს აქვს მინიჭებული.

QR-ის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი უთითებს თანხის რაოდენობას და ირჩევს სასურველ გადარიცხვის მეთოდს:

  • თიბისი მობაილბანკი

  • Apple Pay/Google Pay

  • სხვა ბანკით გადარიცხვა

არჩევის შემდეგ გადამრიცხავი ადასტურებს ტრანზაქციას, ხოლო მიმღები თანხას მყისიერად იღებს თიბისის ანგარიშზე.

ვისთვის არის QR გადარიცხვა

პროდუქტი განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის და სთავაზობს მათ თანხის მყისიერად გადარიცხვის და მიღების ალტერნატიულ, ინოვაციურ გზას, რაც დაეხმარებათ ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებაში. თუ მომხმარებელი ხშირად იღებს ბევრი სხვადასხვა პირისგან ჩარიცხვებს, ან თავად ურიცხავს ბევრ სხვადასხვა პირს, მისთვის QR გადარიცხვა განსაკუთრებით კომფორტულია.

პროდუქტის პირობები:

  • საკომისიოს გარეშე

  • შესაძლებელია მხოლოდ ლარში გადარიცხვა