
დოკუმენტური აკრედიტივი
დოკუმენტური აკრედიტივი არის ანგარიშსწორების მექანიზმი. აკრედიტივით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში, ის უზრუნველყოფს ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის თანხის ანაზღაურებას.
დოკუმენტური აკრედიტივის მხარეები:
აპლიკანტი
ბენეფიციარი
გამხსნელი ბანკი
დამადასტურებელი ბანკი

საიმპორტო დოკუმენტური აკრედიტივი
გამოიყენება კომპანიის მიერ პროდუქციის ან მომსახურების შესყიდვისას. თანხა ირიცხება გამყიდველის/ბენეფიციარის მიერ პროდუქციის გამოგზავნის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაციის ბანკში წარმოდგენის საფუძველზე. მყიდველისთვის დაზღვეულია პროდუქციის მიღების რისკი.
დამატებითი შესაძლებლობები ექსპორტიორებისთვის

აკრედიტივის დადასტურება მოთხოვნის შესაბამისად
თიბისი ადასტურებს უცხოური ბანკის გაცემულ აკრედიტივს. ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, დოკუმენტების შემოწმებისა და თანხის გადახდის ვალდებულებას იღებს თიბისი.

აკრედიტივის დაფინანსება/დისკონტირება
გამოიყენება გადავადებული გადახდის შემთხვევაში. ბანკი თანხას იხდის დოკუმენტების წარმოდგენისთანავე, ხოლო მყიდველს გადახდის ვალდებულება აქვს მხოლოდ აკრედიტივით მითითებულ ვადაში. ძირითადად გამოიყენება დადასტურებული აკრედიტივების შემთხვევაში.