„გადაიხადე ყველაზე მეტჯერ“

„გადაიხადე ყველაზე მეტჯერ“

გადაიხადე ყველაზე მეტჯერ თიბისის ბარათით თიბისის ტერმინალზე და დასაჩუქრდი.

გამარჯვებულია გათამაშებაში მონაწილე ის მომხმარებელი, რომელიც გათამაშების პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მეტჯერ გადაიხდის თიბისის ნებისმიერი ფიზიკური ბარათით თიბისის ტერმინალზე, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში.

იმისთვის, რომ გადახდა ჩაითვალოს, უნდა შესრულდეს მინიმუმ 5 ლარის ტრანზაქცია. თითოეულ ობიექტში ტრანზაქცია ჩაითვლება 24 საათში ერთხელ.

საპრიზო ადგილები და პრიზები:

I ადგილი - 1000 ლარი

II ადგილი - 700 ლარი

III ადგილი - 500 ლარი

  • გათამაშება იწყება 7 ოქტომბრის 00:01 საათზე და გაგრძელდება 31 ოქტომბრის 23:59 საათის ჩათვლით (გათამაშების პერიოდი).

  • გათამაშება მიმდინარეობის სამცხე ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში: ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა, ადიგენი, ასპინძა. თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. მომხმარებელს შეუძლია დაიკავოს მხოლოდ ერთი საპრიზო ადგილი, ერთ მუნიციპალიტეტში.

  • გათამაშებაში მონაწილეობს თიბისის ნებისმიერი სადებეტო ან საკრედიტო ფიზიკური ბარათი, ბიზნეს ბარათების გარდა (არ ჩაითვლება Google Pay, Apple Pay-ით შესრულებული გადახდები) (ბარათი)

  • გათამაშებაში ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას მომხმარებელი, რომელსაც გათამაშების პერიოდამდე, სამცხე-ჯავახეთში მდებარე თიბისის ერთ-ერთი ფილიალიდან აქვს აღებული ბარათი (მომხმარებელი).

გათამაშების ზოგადი პირობები:

  • გათამაშებაში ავტომატურად ერთვება გათამაშებაში მონაწილე მომხმარებლის ყველა ბარათი.

  • გათამაშების პერიოდში გათამაშებაში ჩართვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ 6 მუნიციპალიტეტში მდებარე, ბანკის ერთ-ერთი ფილიალიდან მაინც მომხმარებელი აიღებს ბარათს.

  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ სურს გათამაშებაში მონაწილეობა, გათამაშებიდან გამოთიშვის მოთხოვნით მომხმარებელმა უნდა მიმართოს ბანკს, Facebook Messenger საკომუნიკაციო არხის; ინტერნეტბანკის ან/და ფილიალში ვიზიტის გზით, რის შემდეგადაც მომხმარებელი ავტომატურად გამოეთიშება გათამაშებას. თუ მომხმარებელს კვლავ სურს გათამაშებაში მონაწილეობა, ბანკს მოთხოვნით უნდა მიმართოს იმავე არხში, რომლითაც თავდაპირველად დააფიქსირა მოთხოვნა თამაშიდან გამოთიშვაზე.

  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეწყვეტს გათამაშებაში მონაწილეობას და შემდგომ კვლავ ჩაერთვება გათამაშებაში, გათამაშების პერიოდში, ან იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გათამაშების პერიოდში აიღებს ბარათს, გათამაშებაში გაითვალისწინება მხოლოდ ის ტრანზაქციები, რაც შესრულებულია გათამაშებაში უკანასკნელად ჩართვის მომენტიდან, ან გათამაშების პერიოდში ბარათის აღების თარიღიდან.

  • მომხმარებლის მიერ რამდენიმე მუნიციპალიტეტში თანაბარი ტრანზაქციების დაგროვების შემთხვევაში, ბანკი თავად შეარჩევს რომელ ერთ მუნიციპალიტეტში მიიჩნიოს მომხმარებელი გამარჯვებულად.

  • გათამაშების ფარგლებში, მომხმარებელს ჩაეთვლება ერთ სავაჭრო ობიექტში, ყოველ 24 საათში ერთხელ, ბარათით გადახდილი მხოლოდ ერთი/პირველი ტრანზაქცია, რომლის მოცულობაც უნდა იყოს სულ მცირე 5 ლარი. 24 საათის ათვლა დაიწყება იმ ტრანზაქციის განხორციელების მომენტიდან, რომელმაც მიიღო მონაწილეობა გათამაშებაში. ერთ ობიექტზე რამდენიმე ბარათით ტრანზაქციის შესრულების შემთხვევაში, გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პირველი ტრანზაქცია, რომელიც განხორციელებულია მომხმარებლის ნებისმიერი ბარათით.

  • იმ შემთხვევაში, თუ ერთი მომხმარებელი ფლობს რამდენიმე ბარათს, სხვადასხვა ბარათით შესრულებული ტრანზაქციების ოდენობა დაჯამდება.

  • გათამაშებაში მონაწილეობს მხოლოდ ფიზიკური ბარათით განხორციელებული გადახდები. Google Pay; Apple Pay არხებით, აგრეთვე ციფრული ბარათებით განხორციელებული გადახდები არ მონაწილეობს ტრანზაქციების ჯამურ რაოდენობაში.

  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან და პრიზებს მიიღებენ გათამაშების დასრულების თარიღიდან 10 (ათი) სამუშაო დღის მანძილზე. ბანკი თავად დაუკავშირდება გამარჯვებულ მომხმარებლებს.

  • მომხმარებელმა შესაძლოა გარკვეული სიხშირით მიიღოს შეტყობინება იმის თაობაზე, თუ რამდენი ტრანზაქცია აქვს მას განხორციელებული და მერამდენე ადგილზეა. მიუხედავად შეტყობინებისა, საპრიზო ადგილი შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს გათამაშების პერიოდში. შეტყობინებაში არსებული ინფორმაცია დაკავებული ადგილის შესახებ არ წარმოადგენს შეპირებას ამავე ადგილის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

  • ბანკი იტოვებს უფლებას, საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში, არ ჩათვალოს გათამაშების ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციები საერთო რაოდენობაში, მიიჩნიოს საეჭვოდ ტრანზაქცია ან/და მომხმარებელი გამოთიშოს გათამაშებიდან.