მონაცემთა ანალიზის განყოფილების მთავარი ამოცანა მონაცემების იდეებად, “ინსაითებად” გარდაქმნაა, რომლებიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენენ ბანკის სტრატეგიულ ბიზნეს გადაწყვეტილებებზე. ჩვენი გუნდი იკვლევს მონაცემებს, აღმოაჩენს ტრენდებსა და კანონზომიერებებს, ქმნის ინტერაქციულ დეშბორდებსა და რეპორტებს.
ჩვენი მისიაა ბანკის ბიზნეს მიმართულებებისთვის ღირებული ანალიტიკის მიწოდება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თიბისის ზრდასა და განვითარებაში.
სწორედ ამ გუნდისთვის ვეძებთ სტაჟიორს, რომელიც შემოგვიერთდება, ჩვენთან ერთად იმუშავებს პროექტებზე და დააგროვებს ცოდნას და გამოცდილებას ამ მიმართულებით.
ვის ვეძებთ და პროგრამაში მოსახვედრად რა არის საჭირო?
თუ, ხარ:
ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული
შენს სამომავლო კარიერას ხედავ მონაცემთა ანალიზის მიმართულებაში
მზად ხარ, გამოყო დრო და ინტენსიურად ჩაერთო სწავლისა და მუშაობის პროცესში
პროგრამაში მოსახვედრად უნდა გაიარო
თუმცა დამატებით ამ მიმართულებაში დაგჭირდება Power BI-ის და SQL- ის საბაზისო დონეზე ცოდნა, რომელსაც შევამოწმებთ დავალებით.
თუ ჯერჯერობით არ გაქვს ცოდნა მოცემულ პროგრამებში, ეს ბმულები დაგეხმარება:
სტაჟირების დასაწყისში გაივლი ე.წ. Onboarding-ს, რომელიც დაახლოებით 1 თვე გაგრძელდება. ამ პერიოდში გაიცნობ კოლეგებს, გაივლი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ტრენინგებს, გაეცნობი ორგანიზაციის კულტურას და თავისებურებებს. ამის პარალელურად დაიწყებ ინდივიდუალურად მუშაობას შენს მენტორთან, რომელიც პირველივე თვიდან დაგეხმარება განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში. დაგეგმავთ SQL-ის და Power BI-ის ცოდნის გასაღრმავებელ კურსზე მონაწილეობას და კომპეტენციების დაგროვებასთან ერთად უფრო და უფრო რთულ პროექტებში ჩაერთვები.
მენტორისგან მიიღებ როგორც მყისიერ, ისე დაგეგმილ უკუკავშირებს და შენც ნუ მოერიდები, რომ თავად ჰკითხო ხოლმე აზრი. ის ასევე დაგეხმარება, რომ გაიცნო სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები და გაიფართოო სანაცნობო წრე.
სამუშაო გრაფიკი მოქნილია, რაც უნივერსიტეტთან შეთავსების საშუალებას მოგცემს და კვირაში მინიმუმ 20 საათი უნდა გამოყო სტაჟირებისთვის.
პროგრამის ხანგრძლივობაა 6-12 თვემდე და დამოკიდებულია სტაჟიორის ინდივიდუალური განვითარების შედეგზე.
სტაჟირების შემდგომი დასაქმება
სტაჟირების დასრულების შემდეგ პოზიციაზე გადასვლა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
მენტორმა უნდა დაადასტუროს შენი ტექნიკური და კომპეტენციური მზადყოფნა
უნდა არსებობდეს მიმდინარე ღია ვაკანსია
უნდა გქონდეს სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა/დრო
ამის გათვალისწინებით, სრულ განაკვეთზე გადაყვანა შეიძლება მოხდეს, როგორც 6 თვემდე ვადაში, ასევე შესაძლოა სტაჟირება 12 თვეც გაგრძელდეს.