მიიღე საჩუქრად Justin Timberlake-ის კონცერტის ბილეთი!

ყველასთვის
დარჩენილი დღეები: 3
ვები

თიბისი

თუ ჯერ კიდევ არ გაქვს ახალი თიბისი ბარათი, შესაძლებლობა გაქვს საჩუქრად მიიღო Justin Timberlake-ის კონცერტის ბილეთი, რომელიც 23 ივლისს გაიმართება

25 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით აიღე ახალი თიბისი ბარათი პირველად მობაილბანკიდან, დაიწყე მისი გამოყენება და მიიღე შანსი დასაჩუქრდე

შანსი გაქვს ყოველდღე!

სულ გაიცემა 140 ბილეთი — დღეში 10 ბილეთი, ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული დროის ინტერვალისა და რიგითობის მიხედვით.

როგორ მუშაობს?

  • აიღე ახალი თიბისი ბარათი, კონცეპტი ან კონცეპტ 360 მობაილბანკიდან

  • ბარათი აქტიურდება შეძენისთანავე — გამოყენება შეგიძლია მომენტალურად

  • გადაიხადე ბარათით ან Wallet-ით, ფიზიკურად ან ონლაინ, ნებისმიერ პროდუქტზე — საქართველოში ან საზღვარგარეთ

ვის აქვს დასაჩუქრების შანსი?

მას, ვინც:

  • პირველად იღებს ახალ თიბისი ბარათს, კონცეპტ ან კონცეპტ 360 ბარათს

  • თიბისი ბარათს ჩაანაცვლებს კონცეპტის ან კონცეპტ 360-ის ბარათით

გათამაშებაში არ მონაწილეობს ის პირი:

  • ვინც უკვე ფლობს ახალ თიბისი, კონცეპტ ან კონცეპტ 360-ის ბარათს, კამპანიის პერიოდში (25 ივნისი - 8 ივლისი) გააუქმებს და ხელახლა აიღებს იმავე ტიპის ბარათს.

როგორ ვასაჩუქრებთ მომხმარებლებს?

  • ყოველდღე, წინასწარ განსაზღვრულ დროის მონაკვეთებში, შეირჩევა 10 ბარათის მფლობელი, რომელიც დააკმაყოფილებს გათამაშების წესებს .

  • გადახდა უნდა იყოს შესრულებული ახალი ბარათით, რომელიც აღებულია მობაილბანკიდან 25 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით პერიოდში

  • ბარათი უნდა იყოს ერთი შემდეგიდან: თიბისი ბარათი, კონცეპტი ან კონცეპტ 360

გამარჯვებულის გამოვლენის წესი:

გათამაშების მოქმედების პერიოდში, თითოეულ კალენდარულ დღეს განისაზღვრება დროის 10 მონაკვეთი (09:00 - 10:00; 10:00 – 11:00; 12:00 – 13:00; 13:00 – 14:00; 14:00 – 15:00; 15:00 – 16:00; 18:00-19:00; 19:00 – 20:00; 20:00 – 21:00; 22:00 – 23:00)

ტრანზაქციები დალაგდება შესრულების ზუსტი დროის მიხედვით – დროის ზრდადობით

დროის ყოველი მონაკვეთიდან დასაჩუქრდება მხოლოდ ერთი მომხმარებელი, რომელიც განახორციელებს აღნიშნული დროის მონაკვეთში მე-5 გადახდას.

გათამაშების მიმდინარეობისას, ეტაპობრივად გამოვლინდება გამარჯვებულების ვინაობა.

ბანკი დაუკავშირდება გამარჯვებულ მომხმარებელს, შესთავაზებს ბილეთს საჩუქრად და თანხმობის შემთხვევაში, გადაეცემა საჩუქრად ელექტრონული ბილეთი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • ბილეთის გადაცემა ხდება მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის შემდეგ;

  • იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული უარს განაცხადებს საჩუქრის მიღებაზე ან / და ბანკი ვერ შეძლებს მასთან დაკავშირებას, საჩუქრის გადაცემა არ მოხდება და საჩუქარი გადაეცემა პირს, რომელმაც რიგითობით შემდეგი ტრანზაქცია შეასრულა

  • ბანკი იტოვებს უფლებას საეჭვო ტრანზაქციის, არაიდენტიფიცირებული მერჩანტის ან /და დაუდგენელი გადახდის დროის შემთხვევაში ბარათი აქციაში არ გაითვალისწინოს.

  • ერთი მომხმარებელი საჩუქრად იღებს მხოლოდ ერთ ბილეთს

  • გათამაშებაში არ მონაწილეობენ თიბისი ბანკის თანამშრომლები

დარჩენილი დღეები: 3