Backend development ნიშნავს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, რომელიც მოემსახურება ვებ გვერდს და პასუხისმგებელი იქნება ყველაფერზე, რაც კი შეიძლება არსებობდეს სერვერის მხარეს. კურსზე პლატფორმად შემოთავაზებულია .Net Core რომელიც არის Microsoft-ის მიერ შექმნილი Open Source Framework-ი. იგი გამოიყენება სხვადასხვა კატეგორიის აპლიკაციის შესაქმნელად, იქნება ეს Web, Mobile, Desktop, Game და ა.შ. ასევე, .Net Core არის Cross-platform, შესაბამისად, შეგვიძლია ის გავუშვათ Windows, Linux, MacOs ოპერაციულ სისტემებზე.