chevron-right-outlined
globe-outlined
EN
Dark Mode

თიბისი ბიზნეს დაჯილდოების 2025 წლის გამარჯვებულები

Jul 22, 2025
Artboard 46 copy 4-100

თიბისი ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები უკვე ცნობილია

3 ივლისს, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც 5 ნომინაციაში გამარჯვებულები მეცხრედ გამოავლინა.

რადიო ქალაქის ინდუსტრიულ სივრცეში დამონტაჟებულმა ლიფტებმა ყველაზე მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოების “სართულზე” 800-მდე სტუმარი ამოიყვანა. წელს რეკორდული იყო დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობაც: 443-მა მათგანმა დაიჯერა, რომ წარმატება გზაშია.

სწორედ საკუთარი შესაძლებლობების რწმენაზე გაამახვილა ყურადღება თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში:

“დღეს ამ სივრცეში ერთმანეთის გვერდით იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც ბიზნესი 35 წლის წინ ან 4 წლის წინ დაიწყეს. ეს ფორმატი გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. ბედნიერი ვარ, რომ დაჯილდოებას მეცხრედ ვმასპინძლობთ. მთავარია დავიჯეროთ საკუთარი თავის და იმის, რომ ერთად მნიშვნელოვანი საქმის კეთება შეგვიძლია”- აღნიშნა მან.

წლევანდელ დაჯილდოებას საგანმანათლებლო კომპონენტიც დაემატა. წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ ყველა მსურველს ჰქონდა საშუალება პანელურ დისკუსიებს დასწრებოდა.

„თითოეული მონაწილის ისტორია ინსპირაციულია. ბევრი მათგანის წარმატების უკან გარკვეულწილად წარუმატებლობაც დგას. ისინი ხელახლა დადგნენ ფეხზე და ჯიუტად გააგრძელეს საქმე“- აღნიშნა თიბისის MSME და მაღალშემოსავლიანი სეგმენტის დირექტორმა თორნიკე გოგიჩაიშვილმა და ჟიურის ოცივე წევრს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

წელს პროექტის მთავარი პარტნიორი იყო - Visa. მხარდამჭერი - Tegeta Business.

“ 4 წელია Visa დაჯილდოებას უჭერს მხარს. სტარტაპების, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თიბისისთან ერთად ვხედავთ როგორ ძლიერდება ბიზნეს ეკოსისტემა“-განმარტა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.

2025 წელს გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდნენ. სიახლე იყო ის, რომ თითოეულ ნომინაციას სამი გამარჯვებული ჰყავდა: ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს.

თიბისიმ ჯილდოდ ის დააწესა, რაც თანამედროვე სამყაროში ბიზნეს კომპანიებს ყველაზე მეტად სჭირდებათ:

  • ახალი ვებ-გვერდი

  • ბრენდინგი

  • საკომუნიკაციო მხარდაჭერა

პირველ ადგილზე გასულ კომპანიებს ჩამოთვლილი პრიზებიდან სასურველი ჯილდოს არჩევა თავად შეუძლიათ. ყველა გამარჯვებულ ბიზნესს კი თიბისი საკომუნიკაცია მხარდაჭერას სთავაზობს, რაც საშუალებას მისცემს მათი საქმიანობა უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ნომინაციაში სხვადასხვა ტიპის, გამოცდილებისა და პროფილის კომპანიებმა გაიმარჯვეს, აღმოჩნდა რომ თიბისი ბევრი მათგანისთვის ყოფილა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. სწორედ ამ ნდობაზე გაამახვილა ყურადღება კაფე “მზიურის” დამფუძნებელმა ანა გოგუაძემ.

“თიბისი იყო კაფე მზიურის პირველი პარტნიორი, რომელმაც ჩვენი სტარტაპი 50 000 ლარით დააფინანსა და ასე დავიწყეთ სივრცის შექმნა. დღევანდელი ჯილდოც დიდი სტიმულია”-გვითხრა გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციაში გამარჯვებულმა.

საღამოს სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ თიბისი ბიზნეს დაჯილდოება მხოლოდ ერთდღიანი ცერემონია არ არის — ეს არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს თანამოაზრეების დაკავშირებას, გამოცდილების გაზიარებას და ახალ შესაძლებლობებზე ფიქრს.

მომდევნო წლამდე კი გამარჯვებულები თავიანთ საქმეში განაგრძობენ სვლას — გაძლიერებული რწმენით, რომ წარმატება მართლაც გზაშია.

1. საუკეთესო პროდუქტი

  • კატეგორიის გამარჯვებული Theatre Factory 42 • თეატრი სახელოსნო 42 გახდა, რომელიც ექსპერიმენტული მეთოდებით მაყურებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს;დ

  • მეორე ადგილი ქართულმა ტანსაცმლის ბრენდმა - Reckless • რექლეს-მა დაიკავა, რომელიც ახალ თაობას ინდივიდუალიზმის გამოხატვაში ეხმარება;

  • მესამე ადგილზე კი კონცეპტუალური რესტორნებისა და ბუტიკ სასტუმროების ქსელი - Communal Hotels გავიდა

2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი

  • ნომინაციის გამარჯვებული სტარტაპი Tasteit გახდა, რომელიც საკვების გარშემო შექმნილი სოციალური ქსელია და ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში აკავშრებს;

  • მეორე ადგილი დაიკავა სტარტაპმა - „QACanvas“. კომპანია QA ინჟინრებს უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტით, რომელიც ამარტივებს ტესტის სცენარების გენერაციასა და მართვას;

  • მესამე ადგილი კი, სტარტაპმა - Awork • ევორქი-მა დაიკავა, რომელიც ახალი თაობაზე ორიენტირებული დასაქმების ციფრულ პლატფორმაა

3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა

  • ნანა ჯანაშიას სახელობის ნომინაციაში - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა გამარჯვებული გახდა კაფე მზიური • Cafe Mziuri, რომელიც ემსახურება ინკლუზიური და საგანმანათლებლო საზოგადოებრივი სივრცის შექმნას;

  • მეორე ადგილი დაიკავა Adamiani • ადამიანი-მა, რომელიც სხვადასხვა მასალის გადამუშავებით ქმნის ყოველდღიურ ნივთებს;

  • მესამე ადგილზე სოციალური კონცეფციის მაღაზია - Social Concept Store ESKI გავიდა, რომელიც აერთიანებს სოციალური საწარმოების ხელნაკეთ პროდუქციას

4. გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში

  • რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მთავარი ჯილდო გადაეცა ღვინის ტესტირების თანამედროვე ლაბორატორია აგროლაბი - AgroLab-ს.

  • ამავე კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა სამთო სასტურმო AltiHut-მა, რომელიც 3014 მეტრ სიმაღლეზე დამსვენებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს;

  • მესამე ადგილზე კი Agrometa • აგრომეტა გავიდა, რომელიც ფერმერებს მაღალტექნოლოგიური აგრო-დრონების სერვისს სთავაზობს

5. საუკეთესო ფრილანსერი

  • ნომინაციის გამარჯვებული მხატვარი და დიზაინერი მანანა არაბულია, რომელიც უნიკალური წიგნების დიზაინით არის ცნობილი;

  • კატეგორიაში მეორე ადგილი გიორგი მესხმა დაიკავა, რომელიც სტარტაპებს საერთაშორისო წარმატების მიღწევაში ეხმარება;

  • მესამე ადგილი გიგა მეტრეველმა დაიკავა, რომელიც სტარტაპებს ზრდისა და განვითარებისთვის კონსულტაციებს სთავაზობს.

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა სასტუმრო Le Méridien Batumi-ს, რომელიც სისტემურად ახორციელებს ინკლუზიურ აქტივობებს ქალთა გაძლიერების კუთხით

მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის სპეციალური ჯილდო კი ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზია Vintylator ვინტილატორი-ს გადაეცა, რომელიც გარემოს დაცვითი აქტივობებისა და მდგრადი მოხმარების პოპულარიზაციას ეწევა

Jul 22, 2025