სასწავლო კურსის ფარგლებში ისწავლი, როგორ უნდა გამოიყენო ციფრული არხები და ინსტრუმენტები, მართო სოციალური მედია, შექმნა მიმზიდველი კონტენტი და გააანალიზო შენი წარმატება ციფრულ სამყაროში.
რა არის კურსის მიზანი?
კურსის მიზანია წარმოდგენა შეგიქმნას თუ როგორ შეიცვალა ბიზნეს მიდგომები, მარკეტინგი, კომუნიკაცია; როგორ გაჩნდა ახალი პროფესიები და რატომ არის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის ციფრული მარკეტინგი.
ვისთვისაა კურსი?
თუ გაინტერესებს ზოგადად მარკეტინგი და კომუნიკაციის სფერო, თვალს ადევნებ მიმდინარე ტრენდებს და აქტიურად იყენებ სოციალური მედიის არხებს, მაშინ ეს კურსი შენთვისაა.
რა გეცოდინება კურსის გავლის შემდეგ?
ჩვენი კურსი დაიყოფა ციფრული მარკეტინგის ოთხ მიმართულებად:
სოციალური მედია - სოც. მედია არხების როგორი ასორტიმენტი გვაქვს და რა თავისებურებები აქვთ მათ.
კონტენტის გენერაცია და ქოფირაითინგი - როგორ შევქმნათ Clickable კონტენტი და დავწეროთ კარგი copy
ედვერთაიზინგი - აქტივაციის რა შესაძლებლობები არსებობს ციფრულ სამყაროში
ანალიტიკა - როგორ გავზომოთ ჩვენი წარმატება
ვინ მასწავლის?
ტატო ნორაკიძე
check-circle-filled ციფრული მარკეტინგის ექსპერტი და სტრატეგი
check-circle-filled 20-ზე მეტი ბრენდის კონსულტანტი