globe-outlined
ქარ
Dark Mode

ქეთა ციმაკურიძის ამბავი - განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ

Jun 3, 2026
qeta tsimakuridze

დამოუკიდებლობა იწყება მაშინ, როცა პირველად ვაცნობიერებთ, რომ საკუთარ მომავალს ჩვენი გადაწყვეტილებებით ვქმნით. თითქოს ეს არის არჩევანი - დაუღალავად ეძებო განვითარების გზები და დაიჯერო, რომ განათლება ამ გზის პირველი გააზრებული, დამოუკიდებელი ნაბიჯია. 

თიბისი ამ იდეის რწმენითა და ტექ ოლიმპიადების ჰაბის მხარდაჭერით ცდილობს უამრავ ახალგაზრდას საკუთარი შესაძლებლობების მსოფლიო მასშტაბზე გამოცდაში დაეხმაროს. ამ ამბის ერთ-ერთი გმირი ქეთა ციმაკურიძეა - ტექ ოლიმპიადების მონაწილე, რომელმაც საკუთარი ამბავი განათლებით შექმნა.

გზა კომაროვიდან საერთაშორისო ასპარეზობამდე

ქეთას ამბავი კომაროვის სკოლიდან იწყება, სადაც პირველად აღმოაჩინა ტექნოლოგიური ალგორითმების სამყარო.

“ადრეულ ასაკში, პირველი გააზრებული ნაბიჯი, რომელიც დამოუკიდებლობისკენ შეგიძლია გადადგა - განათლების მიღებაა. ამიტომაც, კომაროვის საშაბათო სკოლიდან კომაროვში ჩავაბარე. პარალელულად კომპიუტერულ მეცნიერებათა ცენტრ “მზიურში” დავიწყე სწავლა, სადაც ალგორითმებით დავინტერესდი. სწორედ მზიურის და კომაროვის დახმარებით, გავიგე ოლიმპიადების შესახებ.“

ოლიმპიადების ჰაბმა ქეთას საშუალება მისცა თავისი ცოდნა საერთაშორისო ასპარეზზე გამოეცადა. შედეგებიც შესაბამისი იყო: ბრინჯაო, ვერცხლი და ზედიზედ ორი ოქროს მედალი!

მარცხი, როგორც განათლების ნაწილი

ქეთასთვის ოლიმპიადები ყოველდღიური შრომის, გამძლეობისა და საკუთარ თავთან ბრძოლის პროცესი იყო, სადაც მარცხი მხოლოდ და მხოლოდ ახალი ცოდნის წყარო ხდებოდა.

„ოლიმპიადა, პირველ რიგში, ჩემი მრავალწლიანი ყოველდღიური შრომის გამოცდის საშუალება იყო. ოლიმპიადის ჩემპიონობამ კი მაჩვენა, რომ შრომა ყოველთვის ფასდება. ხანდახან იყო შემთხვევები, რომ ისეთი შედეგი არ დამიდია რასაც ველოდი ან რაც მინდოდა. თუმცა, სულ მჯეროდა, რომ პატარ-პატარა მარცხებით ბევრად უფრო მეტს ვსწავლობდი. ამ მარცხების შემდეგ კი ვიცოდი, რომ ჩემი პროგრესი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.”

ამბავი, რომელიც გამარჯვებით გრძელდება

დღეს ქეთა MIT-ის სტუდენტია, სადაც მისი აკადემიური მოსწრება უმაღლესია და ტექ ოლიმპიადებში მონაწილეობას უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებად მიიჩნევს. 

„ახლა MIT-ში ვსწავლობ და მეოთხე კურსზე გადავედი, მალე ამერიკის ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კომპანიაში (Citadel Securities) პროგრამისტის პოზიციაზე ვიწყებ სტაჟირებას.“

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და ქართველ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად წარმოაჩინონ საკუთარი თავი მსოფლიო ასპარეზზე - რადგან განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ, ყველაფერ შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს. 

ქეთას ამბავი კი, მისივე სიტყვებით, გვახსენებს ყველაზე მთავარს: 

“მგონია, რომ განათლება ადამიანის არჩეულ გზაზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების ყველაზე ძლიერი იარაღია. და როცა საკუთარი შესაძლებლობების გჯერა, შეუძლებელიც არაფერია.”

Jun 3, 2026