globe-outlined
EN
Dark Mode

ხელოვნური ინტელექტი: მომავალი, რომელიც უკვე დადგა

May 4, 2026
Blog Cover

ოდესღაც კომპიუტერი მხოლოდ მეცნიერებისა და დიდი კორპორაციებისთვის ხელმისაწვდომი ფუფუნება იყო. დღეს კი ის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია — ჩვენს ჯიბეებში, ჩანთებსა და სამუშაო მაგიდებზე. ზუსტად ასეთ ტრანსფორმაციას გადის ახლა ხელოვნური ინტელექტი. თუ ადრე ეს სფერო მხოლოდ ვიწრო სპეციალისტების საქმიანობა იყო, დღეს ის ხდება ინსტრუმენტი, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს აძლევს ზეშესაძლებლობებს.

თიბისი ტექსკოლისა და ჯეოლაბის ერთობლივი სასწავლო პროგრამა — „ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსები“ — სწორედ მათთვისაა, ვისაც სურს, თავად გახდეს მომავლის არქიტექტორი.

ხელოვნური ინტელექტი — შენი ახალი უნივერსალური ინსტრუმენტი

მალე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ისეთივე საბაზისო უნარი იქნება, როგორიც დღეს წერა-კითხვა ან ინტერნეტის გამოყენებაა. კურსის განმავლობაში მოსწავლეები თავად დარწმუნდებიან რომ ხელოვნური ინტელექტი იდეების რეალიზების მძლავრი ასისტენტია.

არსებობს ერთი გავრცელებული მითი: „ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამსახურებს წაართმევს“. სიმართლე კი ბევრად უფრო საინტერესოა: ხელოვნური ინტელექტი არ ჩაანაცვლებს ადამიანს მის სამუშაო ადგილზე, მაგრამ ადამიანი, რომელიც ეფექტურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, აუცილებლად ჩაანაცვლებს მას, ვინც არ იცის მისი გამოყენება.

რას ვთავაზობთ სკოლის მოსწავლეებს?

ჩვენი პროგრამა სამი ძირითადი მიმართულებით ეხმარება უფროსკლასელებს მომავლისთვის მომზადებაში:

  • ვებმენეჯმენტი: როგორ ვმართოთ რთული პროექტები, შევქმნათ ტექნიკური დოკუმენტაცია და კონტენტი Google Gemini-ს დახმარებით.

  • გრაფიკული დიზაინი: როგორ გარდავქმნათ კრეატიული იდეები პროფესიულ ვიზუალურ კონცეფციებად Google Stitch-ისა და სხვა თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით.

  • ვაიბ კოდინგი (Vibe Coding): ეს არის სრუალიად ახალი მიდგომა პროგრამირებაში. მოსწავლეები სწავლობენ „დიალოგს“ ხელოვნურ ინტელექტთან, რათა შექმნან რეალური, ფუნქციონალური ვებ-აპლიკაციები რთული კოდის ხელით წერის გარეშე.

მომავალი უკვე დადგა

ჩვენ არ ვემზადებით რაღაც შორეული და გაურკვეველი პერიოდისთვის. მომავალი, რომელზეც ვსაუბრობდით, უკვე აქ არის. ჩვენი მიზანია, სკოლის მოსწავლეებმა შეიძინონ „მომავლის წიგნიერება“ — კრიტიკული აზროვნება და ტექნოლოგიებთან თანამშრომლობის უნარი.

ჯეოლაბის ფილოსოფია მარტივია: სწავლა კეთებით. აქ თეორია მაშინვე პრაქტიკად იქცევა. ყოველი პრომპტი, ყოველი დიზაინი და ყოველი კოდის ხაზი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იქმნება, არის ნაბიჯი იმ სამყაროსკენ, სადაც შენი იდეების მასშტაბი მხოლოდ შენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

შემოგვიერთდი თიბისი ტექსკოლაში და ისწავლე, როგორ მართო ტექნოლოგია, რომელიც ცვლის სამყაროს!

- სანდრო ასათიანი, ჯეოლაბის თანადამფუძნებელი

May 4, 2026