ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი
დეკემბერში თიბისი ESG აკადემიის ფარგლებში სამი სატრენინგო სესია ჩატარდება - ორი ონლაინ ვებინარი და ერთი ფიზიკური შეხვედრა.
ონლაინ ვებინარები 10 და 16 დეკემბერს Zoom პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება. სესიები 11:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათზე დასრულდება. ორივე შეხვედრა ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, შესაბამისად, შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი ერთი თარიღი შეარჩიოთ.
რაც შეეხება ფიზიკურ შეხვედრას, მას 11 დეკემბერს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ვუმასპინძლებთ. ერთდღიანი ტრენინგი 10:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. შეხვედრის შუაში გათვალისწინებულია ყავისა და ლანჩის შესვენებები.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა მდგრადი ბიზნეს მოდელების შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია, ბიზნესისთვის რელევანტური კლიმატის ცვლილების რისკები, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორისა და მწვანე დაფინანსების მიმოხილვა, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.