American Express-მა და თიბისიმ, საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, განაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვით თიბისი შეძლებს American Express-ის ბარათებით გადახდების მიღებას, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე-ონლაინ.
აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში American Express-ის ბარათების მიღების ქსელის შემდგომ გაფართოებას და ხაზს უსვამს თიბისის ერთგულებას, გაზარდოს მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხო გადახდის შესაძლებლობა, მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის.
ბარათების მფლობელებისთვის: American Express-ის ადგილობრივი და საერთაშორისო ბარათების მფლობელები შეძლებენ თავიანთი ბარათების გამოყენებას უფრო ფართო სავაჭრო ქსელში, როგორც ფიზიკურ ობიექტებში, ისე ონლაინ, რაც მათ გადახდის მეტ მოქნილობას სთავაზობს.
ბიზნესებისთვის: თიბისის საშუალებით, სავაჭრო ობიექტები შეძლებენ, მოემსახურონ American Express-ის როგორც American Express-ის ადგილობრივ ბარათების მფლობელებს, ისე საერთაშორისო ბარათების მფლობელებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ. ეს კი მათ, მეტი მომხმარებლის მოზიდვისა და ზრდის შესაძლებლობას მისცემს.
დღეს, American Express-ის ბარათები, მსოფლიოს მასშტაბით, 190 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტში მიიღება¹. ამ ობიექტების რაოდენობა მიმდინარე წელს დაახლოებით 20 მილიონით გაიზარდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, აშშ-ის ფარგლებს გარეთ, American Express-ის ბარათების მიმღები სავაჭრო ობიექტების რაოდენობა გაორმაგებაზე მეტად გაიზარდა, რაც ასახავს American Express-ის უწყვეტ ერთგულებას, მსოფლიო მასშტაბით ბარათების მიღების ქსელის გაფართოების მიმართ.
„მოხარულები ვართ, რომ American Express-თან პარტნიორობით, საქართველოში American Express-ის ბარათების მიღების ქსელს ვაფართოებთ. ეს თანამშრომლობა ასახავს ჩვენს ერთგულებას, სავაჭრო ობიექტებს შევთავაზოთ მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხო გადახდის გამოცდილება, მომხმარებლებს კი - გადახდის მეტი არჩევანი. აღნიშნული პარტნიორობა სავაჭრო ობიექტებს ახალ შესაძლებლობას აძლევს, მოემსახურონ მომხმარებელთა უფრო ფართო წრეს, მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორებს, და ამავდროულად, ხელს უწყობს საქართველოში, გადახდების ეკოსისტემის განვითარებას’’, - სანდრო რთველაძე, თიბისის საცალო ბიზნესის მართვის დირექტორი.
„ჩვენი მიზანია, გავაფართოოთ იმ ადგილების რაოდენობა, სადაც ჩვენი ბარათების მფლობელებს, მსოფლიოს მასშტაბით, American Express-ის ბარათების გამოყენება შეუძლიათ. თიბისისთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში American Express-ის ბარათების მიღების ქსელის შემდგომ გაფართოებას და წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ბარათების მფლობელებისთვის, გადახდის მეტი არჩევანის უზრუნველსაყოფად და ქვეყნის მასშტაბით სავაჭრო ობიექტებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად“, - სონია დევანი, „American Express-ის გლობალური ქსელური სერვისების EMEA რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი.“
თიბისის არხებით, American Express-ის გადახდების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს - www.tbcbank.ge ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - (+995 32) 2 27 27 27.
¹ მოქმედი სავაჭრო ობიექტების რაოდენობის (Locations in Force — LIF) შეფასება 2026 წლის ივლისის მდგომარეობით. მონაცემები მოიცავს ჩინეთსა და ბრაზილიაში დაახლოებით 80 მილიონ სავაჭრო ობიექტს, რომლებიც American Express-ის ბარათებს იღებენ, მათ შორის ციფრული საფულეების მეშვეობით. LIF მოიცავს American Express-ის საკუთრებაში არსებულ და პარტნიორების მიერ მოზიდულ სავაჭრო ობიექტებს, რომლებშიც შესაძლებელია American Express-ის ბარათებით გადახდის მიღება. LIF-ის შეფასებები ეფუძნება გარკვეული მესამე მხარეების მიერ მოწოდებულ მონაცემებს და მოიცავს სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც American Express-ის ბარათებს იღებენ გადახდის შუამავლებისა და ციფრული საფულეების მეშვეობით.
თიბისის შესახებ
თიბისი ბანკი TBC Bank Group PLC-ის წევრია. ეს არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და უზბეკეთში, ყოველთვიურად 7.2 მილიონ ციფრულად აქტიურ მომხმარებელს ემსახურება, ორი ბიზნესმოდელის საშუალებით, რომელთა მთავარი ღირებულებაა სიმარტივე, ხელმისაწვდომობა და მომხმარებლის გამოცდილება.
თიბისი, საქართველოში წამყვანი, ფინანსური სერვისების მიმწოდებელი, ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისა (MSME) და კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების (CIB) მიმართულებებით ოპერირებს. თიბისი, ქვეყნის მასშტაბით ფართო წარმომადგენლობით გამოირჩევა და აქვს მომგებიანი ზრდისა და აქციონერებისთვის მაღალი უკუგების უზრუნველყოფის ხანგრძლივი ისტორია.
თიბისი უზბეკეთი ცენტრალური აზიის წამყვანი ციფრული ფინანსური ეკოსისტემაა და მომხმარებლებსა და ბიზნესებს სრულად ციფრული მოდელის მეშვეობით ემსახურება.
თიბისი ჯგუფი საქართველოში 1992 წელს დაარსდა, ხოლო უზბეკეთში 2020 წლიდან ოპერირებს. ჯგუფი ადგილობრივი ბაზრის ლიდერიდან რეგიონულ ფინანსურ ჯგუფად ჩამოყალიბდა.
თიბისი ჯგუფი შედის FTSE 250 ინდექსში, ასევე წარმოდგენილია FTSE4Good ინდექსების სერიასა და MSCI United Kingdom Small Cap ინდექსში.
American Express-ის შესახებ
American Express (NYSE: AXP) ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გლობალური საგადახდო და პრემიუმ ცხოვრების სტილის ბრენდია. მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიის თანამშრომლები მომხმარებლებს სთავაზობენ გამორჩეულ პროდუქტებს, მომსახურებასა და გამოცდილებას, რომლებიც ამდიდრებს მათ ცხოვრებას და ხელს უწყობს ბიზნესის წარმატებას.
1850 წელს დაარსებული და ნიუ-იორკში სათავო ოფისით წარმოდგენილი American Express-ის ბრენდი ეფუძნება ნდობას, უსაფრთხოებას, მომსახურების მაღალ ხარისხს, ინოვაციების დანერგვის მდიდარ ისტორიას, ასევე მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის წევრობის ღირებულების შექმნას.
American Express-ის მიზანია, ყოველდღიურად უზრუნველყოს მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის, მათ შორის ფიზიკური პირებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და მსხვილი კორპორაციებისთვის. ამასთან, American Express, გლობალური ქსელის ფარგლებში ამყარებს და მართავს ურთიერთობებს მილიონობით სავაჭრო ობიექტთან და პარტნიორთან.
American Express-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდებს: americanexpress.com, americanexpress.com/en-us/newsroom/ და ir.americanexpress.com.