globe-outlined
EN
Dark Mode

შესაძლებლობებით იწყება გამარჯვება - საქართველოს ნაკრები ევროპის გოგოების ოლიმპიადაზე

May 6, 2026
Blog Cover (1)

ტექნოლოგიური სამყარო მუდმივად იცვლება, ამ ცვლილებების მთავარი გმირები ახალი თაობის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც სჯერათ, რომ ყველაზე რთულის ამოხსნაშია ახალი შესაძლებლობები. 

50-ზე მეტი ქვეყნის ნაკრებთან ერთად, წელს საქართველოს ნაკრებიც ემზადება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაში საასპარეზოდ. ეს არ არის მხოლოდ ოლიმპიადა, ეს არის გოგოებისთვის შესაძლებლობა, რომ დაამტკიცონ - მათი ადგილი ნამდვილად ტექნოლოგიებშია.

ამ მოგზაურობას მხარს თიბისი უჭერს. თიბისის და BTU-ს ერთობლივი ძალებით, 2025 წელს შეიქმნა ტექ ოლიმპაიდების ჰაბი, რომელიც გოგოების ოლიმპიადასთან ერთად, კიდევ სამი საერთაშორისო დონის ოლიმპიადის საქართველოს ნაკრების მომზადებას და გამგზავრებას უჭერს მხარს.  ჰაბის ფარგლებში, BTU-ს ბაზაზე, ნაკრების წევრები ყოველდღიურად ავითარებენ თავიანთ უნარებს, რათა იტალიის ქალაქ ჩესენატიკოში, საკუთარი შესაძლებობების მაქსიმუმი აჩვენონ.

ყოველი ამოცანის მიღმა, რომელსაც ნაკრების წევრები ხსნიან, დიდი შრომა და მიზანდასახულობა დგას: 

გვანცა ხვედელიძისთვის ეს ოლიმპიადა რიგით მეხუთეა - ის ნაკრების შემადგენლობაში 2022 წლიდან სტაბილურად ხვდება და მოპოვებული აქვს ორი ბრინჯაოს მედალი და საპატიო სიგელი. 

Quote Symbol

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ნაკრების წევრობა და ძალიან მიხარია და მეამაყება ეს ფაქტი

გვანცა ხვედელიძე, EGOI-ს 2026 წლის ნაკრების წევრი

ლიზი პავლიაშვილი კი ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა, მას შემდეგ რაც 2025 წლის EGOI-ზეც წარადგინა საქართველო.

Quote Symbol

მაბედნიერებს ის, რომ შესაძლებლობა გამომიჩნდა, ჩემი ქვეყანა ვასახელო

ლიზი პავლიაშვილი, EGOI-ს 2026 წლის ნაკრების წევრი

გვანცასთან და ლიზისთან ერთად, წელს ნაკრებში ორი ახალბედა წევრი: თაკო შანავა და ნატალია პაპაშვილი იასპარეზებენ. ნაკრებისთვის ეს ოლიმპიადა ინოვაციური იდეების გაცვლის, მეგობრების შეძენის და პროფესიული ზრდის შანსია. 

EGOI-ზე საქართველოს მონაწილეობის ისტორია 2022 წლიდან იწყება და მას შემდეგ ოთხი გოგოსგან შემდგარი ნაკრები ყოველწლიურად წარმატებულად ასპარეზობს. მოპოვებული გვაქვს : 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო

თიბისი აგრძელებს ახალი თაობისა და ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ნიჭიერ ახალგაზრდას ჰქონდეს სივრცე და შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის გამოვლენისთვის.

მთავარია, გჯეროდეს შენი მიზნების და იმ ძალის, რომელსაც ცოდნა გაძლევს.

May 6, 2026