<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" onload="this.media='all'"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
ქარ
Dark Mode

შენი პირველი ნაბიჯები ოლიმპიადების სამყაროში - ევროპის ახალგაზრდული ინფორმატიკის ოლიმპიადა

Apr 8, 2026
Blog-cover (1)

თუ ხარ 16 წლამდე სკოლის მოსწავლე, ჯერ ახლა დგამ პირველ ნაბიჯებს პროგრამირებაში და გჯერა, რომ შეგიძლია საკუთარი ცოდნა გააუმჯობესო და შენი ქვეყნის სახელით საერთაშორისო ასპარეზზე წარდგე  - მაშინ ევროპის ახალგაზრდული ინფორმატიკის ოლიმპიადა სწორედ შენთვის არის.

არც ისე დიდი გამოცდილებით, მაგრამ დიდი შემართებითა და ინტერესით გამორჩეულ მოსწავლეებს ეს ოლიმპიადა განსაკუთრებულ გამოცდილებას აძლევს. ეს არის პლატფორმა ახალგაზრდა ნიჭიერი მოსწავლეებისთვის, სადაც სხვადასხვა ქვეყნები, მთელი ევროპიდან - ეასპარეზებიან ერთმანეთს საუკეთესო შედეგისთვის.  საქართველომ ეს დიდი ტექნოლოგიური ოლიმპიადა, საკუთარ ეკოსისტემაში 2017 წელს შემოიერთა და მას შემდეგ ჩვენი გუნდი ყოველწლიურად წარმატებით ასპარეზობს.

ნაკრების წევრები სპეციალური შესარჩევი ტურებით ვლინდებიან. თუ უკვე გაქვს ბაზა პროგრამირებაში და გინდა ალგორითმების სამყაროში უფრო ღრმად შეხვიდე, ეს შენი შანსია.

EJOI-ზე მიღებული გამოცდილება ხშირად ხდება საწყისი წერტილი უფრო დიდი გამარჯვებებისკენ - იქნება ეს IOI-ზე (ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე) მონაწილეობა თუ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა ტექნოლოგიურ სამყაროში.

ოლიმპიადაზე შენს მომზადებას და გამგზავრებას საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს. ჰაბი 5 სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებას აერთიანებს და თუ ფიქრობ, რომ ეს შენი სფეროა, აქ ყველა საჭირო რესურსს იპოვი განვითარებისთვის.

მთავარია არ შეუშინდე ახალ გამოწვევებს. ყოველი ამოხსნილი ამოცანა ერთი ნაბიჯით დაგაახლოებს დიდ მიზანთან. ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს.

არ გაუშვა შანსი, გახდე ნაკრების წევრი — დარეგისტრირდი 30 აპრილის ჩათვლით 🔗

Apr 8, 2026