თიბისი IT აკადემია განაგრძობს ტექნოლოგიური განათლების განვითარების ხელშეწყობას და ქმნის გარემოს, სადაც თეორიული ცოდნა რეალურ, ინოვაციურ პროდუქტებად გარდაიქმნება. სწორედ ამ მიზნით, “TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის მხარდაჭერით, გაიმართა ოთხდღიანი მასშტაბური ტექ-ღონისძიება TechXplore 2025. პროექტმა 150-მდე მოტივირებული სტუდენტი გააერთიანა, რომლებიც მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობდნენ. მათ გვერდით იყვნენ 30-ზე მეტი ტექ. ინდუსტრიის წამყვანი მენტორი, Agile ქოუჩები, ასევე თიბისისა და „Space International”-ის ტექლიდები. მონაწილეების ამოცანა იყო შეექმნათ მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტები FinTech-ის, ინოვაციური ბანკინგისა და ESG (გარემოს დაცვა, სოციალური პასუხისმგებლობა, მმართველობა) მიმართულებებით. TechXplore 2025 განსაკუთრებულად გამოირჩეოდა Design Institute-თან თანამშრომლობის კომპონენტით. კილიან პულმანსის მიერ ჩატარებულმა დიზაინ აზროვნების (Design Thinking) ვორქშოფმა სტუდენტებს საშუალება მისცა, პრობლემების გადაჭრისას აქცენტი მომხმარებლის რეალურ საჭიროებებსა და ღირებულების შექმნაზე გაეკეთებინათ. ოთხდღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, დასკვნით დღეს გუნდებმა საკუთარი პროდუქტები წარადგინეს: