თუ ოდესმე გიფიქრია, რომ ფოტო რეალობას ვერ გადმოსცემს - სასტუმრო „სეროდანი“ სწორედ ასეთი ადგილია. დიდი ვენახების, ალაზნის ველისა და კავკასიონის სილამაზის აღსაქმელად, ინსტაგრამის ფილტრი ნამდვილად არ დაგჭირდებადა აქ ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები ჰეშთეგით- NO FILTER თამამად შეგიძლია ატვირთო. თუმცა, ამ ადგილის მთავარიხიბლი ხედებს მიღმა იმალება.
თელავიდან 3 წუთის სავალ გზაზე დაშორებული სოფელი საუკუნის წინ დაიცალა. 2014 წლის აღწერით, სეროდანში მხოლოდ 10 ადამიანი სახლობდა. სწორედ ადგილმდებარეობიდან გამომდინარე დაერქვა სასტუმროს ეს სახელი.
რამდენიმე წლის წინ, ძმებმა - ზურაბ და ზაქარია მოდებაძეებმა ამ ადგილს ფაქტობრივად მეორე სიცოცხლე აჩუქეს. ჯერ მშობლებისეულ ხის სახლს მყარიღობე შემოარტყეს, მარანი გამართეს, შემდეგ კი, შვილებთან ერთად, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას შეუდგნენ. მიზანი მარტივი, მაგრამ არც თუ მარტივად შესასრულებელი იყო - სტუმრებს, კახეთის შუაგულში, ის სიმშვიდე და სიმყუდროვე ეპოვათ, რომელიც დიდ ქალაქებში უკვე ძნელად მოსაპოვებელია.
სასტუმრო 6 ხის კოტეჯს, ორ ღია ტიპის აუზს დაქართულ ტრადიციულ რესტორანს აერთიანებს. სიმწვანესა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ჩაფლულ ნათელ, ავეჯით სრულად მოწყობილ სივრცეს, ნომერი ძნელად შეგიძლია უწოდო. სასტუმრო ჯამში 32 სტუმარზეა გათვლილი. ყველაფერი მაღალი ხარისხის ადგილობრივი ხის მასალითაა დამზადებული. კოტეჯში შესვლისთანავე ხვდები, რომ აქ თითოეულ დეტალზე საგულდაგულოდ იზრუნეს.
კახეთში დაბადებულ და გაზრდილზურაბ მოდებაძეს სტუმართმასპინძლობის საფუძვლების სწავლა არ დასჭირვებია, თუმცა როცა ამსაქმეს მოჰკიდა ხელი, ბევრი რამ ხელახლა გაიაზრა.
„ამ ბიზნესში უმნიშვნელო დეტალი არარსებობს. როდესაც სტუმართან გაქვს ურთიერთობა, ყველა წვრილმანი მნიშვნელობას იძენს. ეს სფერო შენგან მუდმივ ჩართულობას, ყურადღებას და ზრუნვას მოითხოვს. წელიწადნახევარია სასტუმრო ფუნქციონირებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენგან უკმაყოფილო სტუმარი არწასულა. უფრო მეტიც, თითქმის ყველა მათგანი უწევს რეკომენდაციას სხვას, რომ ჩვენთან დაისვენოს“, - გვიხსნის ზურაბ მოდებაძე.
სიტყვებს მარტივი სტატისტიკაც მოწმობს. პოპულარულ საძიებო პლატფორმა booking.com-ზე კახეთის რეგიონში 324 ობიექტი იძებნება. „სეროდანი“ 9.8 ქულიანი შეფასებით ბევრ ქსელურ, ფეშენებელურ სასტუმროს უსწრებს. შემფასებელთა შორის კი, საკმაოდ ბევრი უცხოელია.
„როცა ბიზნესს ოჯახის წევრებთან ერთად უძღვები, ამას ერთი უპირატესობა აქვს - საქმეში ყველა გულითაა ჩართული. პასუხისმგებლობა, მიზანდასახულობა და გუნდურობა არის ის, რაც „სეროდანის “გუნდის წევრებს გვაერთიანებს . აქ, ყველა ერთნაირად ვზრუნავთ იმაზე, რომ თითოეული ჩვენი სტუმარი კმაყოფილი დარჩეს ჩვენთან სტუმრობით და კიდევ მოუნდეს უკან დაბრუნება“, - ამბობს „სეროდანის“ დამფუძნებელი.
როდესაც საქმე ხარისხს ეხება, ზურაბ მოდებაძე უკომპრომისოა. რესტორნისთვის, რომელიც ქართულ-კახური სამზარეულოს სთავაზობს სტუმრებს, მაღალკვალიფიციური შეფი შეარჩიადა ახალი ნედლეულის შეძენის პროცესს თავადაც მუდამ აკონტროლებს. ამიტომაა, რომ სასტუმროს გარდა, ცალკე რესტორანიც კახეთში გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად პოპულარული ადგილია. სტუმრებს „სეროდანში“ რამდენიმე სახეობის ღვინოს საკუთარი მარნიდანს თავაზობენ.
სტუმართ-მასპინძლობის ბიზნესი მუდმივი, ცოცხალი პროცესია, სადაც ყოველდღე გიწევს ადამიანების მოლოდინის გამართლება და დეტალებზე ზრუნვაა. ამ პროცესში ზურაბ მოდებაძისთვის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისია.
“20 წელზე მეტია, თიბისის ერთგული მომხმარებელი ვარ. ამ ბიზნესსაც ხელსვერ მოვკიდებდი შეღავათიანი აგროკრედიტის გარეშე. სამომავლო გეგმებშიც თიბისის იმედი მაქვს”, -ამბობს ზურაბ მოდებაძე.
ჩვენი საუბრის პარალელურად, სეროდანში” სამუშაოები მიმდინარეობს. მალე, სტუმრებს თონეში კახური შოთის ჩაკვრა, მაყალზე მწვადის შეწვა, ჩურჩხელების ამოვლება და არყის გამოხდაც შეეძლებათ.
თუმცა, მთავარი ემოცია, რომელსაც “სეროდანი” გიჩენს, დროის გატარება კი არა, უკან მალევე დაბრუნების სურვილია.