globe-outlined
ქარ
Dark Mode

ელისო 2026

Jun 1, 2026
0.nominations-blog-cover

ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ კინოდაჯილდოება „ელისოს“, რომელიც წელს, უკვე მესამედ გაიმართება.  

14 ივნისს ტრადიციულად  გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში  შევიტყობთ თუ რა გადაწყვეტილება მიიღო პრემიის საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან -  ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა, გიორგი შველიძე, ლეა გლობი

წარმოგიდგენთ 2026 წლის ნომინანტებს:

საუკეთესო ფილმი:

მილი

არავინ არ ჩანს

ხმელი ფოთოლი

თემორე

ქართლის ცხოვრება

საუკეთესო რეჟისორი:

არავინ არ ჩანს - კოტე კალანდაძე

ქართლის ცხოვრება - თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი

ცხრათვიანი კონტრაქტი - ქეთევან ვაშაგაშვილი

ხმელი ფოთოლი - ალექსანდრე კობერიძე

საუკეთესო მსახიობი:

თაკი მუმლაძე- არაფერი ბრუნდება, არაფერი მეორდება, ყველაფერი რეალურია

ნინი იაშვილი - ქალაქის ხმაური

ტატო ოქრიაშვილი, საბა წიკლაური, რატი აბრამიშვილი - მილი

ლაშა გომელაური - ქალაქის ხმაური

 საუკეთესო ოპერატორი:

 მილი - შალვა სოყურაშვილი

ქალაქის ხმაური - შალვა სოყურაშვილი

ხმელი ფოთოლი - ალექსანდრე კობერიძე

ქართლის ცხოვრება - თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი 

საუკეთესო მონტაჟი:

ხმელი ფოთოლი - ალექსანდრე კობერიძე

თემორე - ანკა გუჯაბიძე, ლევან ბუთხუზი

არავინ არ ჩანს - კოტე კალანდაძე

ცხრათვიანი კონტრაქტი - ვერონიკა სკოტი, ბერნადეტ ტუზა-რიტერ

საუკეთესო კინომუსიკა:

არავინ არ ჩანს - კოტე კალანდაძე

ხმელი ფოთოლი - გიორგი კობერიძე

ქართლის ცოხვრება - ნიკა ფასური

მილი - ლაშა ცქვიტინიძე

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2025 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები. ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით წელს დაემატა  საუკეთესო კინომუსიკის  ნომინაცია. 

ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდი დაასახელებს 2026 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატს.

დაარსების დღიდან, პრემია “ელისოს” ერთგული  მხარდამჭერი და გენერალური პარტნიორია თიბისი. 

პროექტის მთავარი პარტნიორი: კოკა-კოლა. მხარდამჭერები - რუმს ჰოტელსი, სარაჯიშვილი, ბლუტაბლა, ენკენი ფილმსი, ზუმერი, დანიის ინსტიტუტი, ჯორჯიან ბასი, გალფი, ანდერსენი, At.ge.

Jun 1, 2026