chevron-right-outlined
globe-outlined
EN
Dark Mode

ნარჩენების მართვის უპირატესობები ბიზნესისთვის

Sep 17, 2025
RK 0291 (1)

ნარჩენების მართვა კომპანიების ნაწილს ჯერ კიდევ ერთჯერად გარემოსდაცვით აქტივობად მიაჩნია, თუმცა სინამდვილეში ეს არის ყოველდღიური და უწყვეტი პროცესი, რომელიც ყველა ტიპის ბიზნესს სარგებელს მოუტანს.

დღეს, როცა პარტნიორები, დონორი ორგანიზაციები და საფინანსო ინსტიტუტები სულ უფრო მეტად აფასებენ მდგრადობის სტანდარტებს, პასუხისმგებლობა გარემოსა და საზოგადოებაზე მხოლოდ ვალდებულება კი არა, კონკურენტული უპირატესობაც ხდება. ეს შეიძლება იქცეს მიზეზად, რატომ აირჩიეს თქვენი კომპანია ახალი თანამშრომლობისთვის.

თუ გაინტერესებს როგორ გახადო შენი კომპანია უფრო მდგრადი, დარეგისტრირდი თიბისის ESG აკადემიის ტრენინგზე 23 სექტემბერს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“.

მანამდე კი, ამ ბლოგში მოგიყვებით რა უპირატესობები აქვს ნარჩენების მართვას ბიზნესისთვის.

ქაღალდის გადამუშავება

ოფისში ქაღალდის მოხმარება ყოველდღიურობის ნაწილია - დოკუმენტების ბეჭდვა, წიგნაკები, შიდა კომუნიკაცია და სხვა. საშუალოდ დაანგარიშების მიხედვით, ოფისში, სადაც 100 ადამიანი მუშაობს, ერთი წლის განმავლობაში 7-8,5 ტონა ქაღალდი იხარჯება.

მხოლოდ 1 ტონა ქაღალდის გადამუშავებით ჩვენ შეგვიძლია, 17 ხე გადავარჩინოთ მოჭრას. ხელი შევუწყოთ 26,000 ლიტრი წყლის დაზოგვას და 4,000 კილოვატ საათით ნაკლები ენერგიის დახარჯვას.

გარდა ამისა, ქაღალდი 5-7-ჯერ შეიძლება გადამუშავდეს — რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი აქტიური ოფისიც კი ქაღალდის შეგროვებით რეალურად შეძლებს ათასობით ფურცლისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭებას.

პლასტმასას გადამუშავება

დღეს თითქმის ყველა კომპანია ყოველდღიურად იყენებს ერთჯერად ბოთლებს, ყავის ჭიქებს, სწრაფი კვების შეფუთვებს. ხშირად ეს ყველაფერი იმავე დღესვე აღმოჩნდება ნაგავსაყრელზე.

პლასტმასის ნივთები ბუნებაში ასეულობით წელი რჩება. გარემოში მოხვედრილი პლასტმასა ეტაპობრივად იწყებს დაშლას და გამოყოფს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო ტოქსიკურ აირებს: მეთანს (CH₄) და ეთანს (C ₂H ₆). ერთი წლის განმავლობაში პლასტმასას დაშლის შედეგად 1.8 მილიარდი ტონა აირები გამოიფრქვევა ატმოსფეროში, ნიადაგსა და წყალში.

მხოლოდ 10 პლასტმასის ბოთლის გადამუშავებით, იმდენ ენერგიას ვზოგავთ, რამდენიც ერთი ლეპტოპის 25 საათით დამუხტვისთვის არის საჭირო. რაც რეალურად ლეპტოპისთვის 3 სამუშაო დღის განმავლობაში გამოყენებულ ელექტროენერგიას უდრის.

საქართველოში უკვე არსებობენ პასუხისმგებლიანი კომპანიები, რომლებიც პლასტმასის მოხმარებას აკონტროლებენ და ნარჩენებს აგროვებენ. მცირე ინიციატივებიც შედეგიანია - მაგალითად, ერთჯერადი ჭურჭლის ჩანაცვლება მრავალჯერადით, ძველი ბანერებისგან ჩანთების დამზადება ან ოფისში შეგროვების დაწყება. მსგავსი ნაბიჯები არა მხოლოდ გარემოს იცავს, არამედ ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

ელექტრონული ნარჩენის გადამუშავება

ტექნიკა სწრაფად იცვლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპანიები ცდილობენ მუდმივად იყვნენ თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში. თუმცა ძველი მოწყობილობები — თუ არ ხდება მათი სწორი გადამუშავება — შესაძლოა ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელების წყაროდ იქცეს და საფრთხე შეუქმნას გარემოს.

არასწორად გადამუშავებული ან უყურადღებოდ დატოვებული ელექტრონული ნარჩენი შეიძლება კომპანიისთვის არასასურველი პირების ხელში აღმოჩნდეს, რაც ინფორმაციულ უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს.

1 ტონა ელექტრონული ნარჩენის გადამუშავებით, შესაძლებელია:

  • შეინარჩუნო 95%-მდე ძვირფასი მეტალი (ლითიუმი, კობალტი, ნიკელი)

  • დაზოგო 72–88% წყალი

  • დაზოგო 77–89% ელექტროენერგია

  • თავიდან აირიდო 58–81% სათბურის აირების (GHG) გამოყოფა

  • შეამცირო ნაგავსაყრელების დატვირთვა

რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიებისთვის ნარჩენების გადამუშავება?

ნარჩენების მართვა გარემოსდაცვით ქმედებასთან ერთად კომპანიებისთვის არის შესაძლებლობაა, აჩვენონ, რომ პასუხისმგებლობით და მდგრადად იყენებენ რესურსებს. მცირე ნაბიჯებიც კი მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა: იცავს გარემოს, ამყარებს კომპანიის იმიჯს და ქმნის ახალი შესაძლებლობების გზას ბიზნესისთვის. პასუხისმგებლიანი მიდგომა ყოველდღიურ საქმიანობაში ნდობას ზრდის და აძლიერებს კომპანიას, როგორც თანამშრომლების, ისე პარტნიორების თვალში.

დარეგისტრირდი თიბისის ESG აკადემიის ტრენინგზე „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ – შექმენი მწვანე მომავალი“ .

  • ქალაქი თბილისი, თიბისი კონცეპტის მეოთხე სართული (მარჯანიშვილის ქ.7)

  • 23 სექტემბერი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

Sep 17, 2025