globe-outlined
EN
Dark Mode

როგორ დავიცვათ თავი SMS თაღლითებისგან?

Nov 20, 2025
1110x400-web

საჯარო სივრცეში ქურდობისგან თავის დაცვა ბევრ ადამიანს უკვე ბუნებრივ ინსტიქტში აქვს. საფულის დამალვა ჩანთის შიდა ჯიბეში, უცხო, ტურისტულ ქალაქში ზურგჩანთასთან ერთად ჩახუტებული სეირნობა და სხვა მრავალი. ინსტიქტურად რესტორანში მოსულ ჩეკსაც კი ვამოწმებთ, ხომ ნამდვილად შეკვეთილ კერძებში ვიხდით თანხას.

თუმცა, დიდი ხანია თაღლითებმა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლეს და ხშირად, მათ საქმეს ვუმარტივებთ.

ყველაზე ხშირად თაღლითები შემდეგი სახის SMS გზავნიან: „თქვენი შეკვეთა გამოგზავნილია! შეავსეთ მონაცემები ბმულზე“. რადგან სხვადასხვა საიტიდან ნივთების გამოწერა უკვე ლამის ყოველდღიურობაა, არ ვაკვირდებით და დაუფიქრებლად გადავდივართ გამოგზავნილ ბმულზე.

არასდროს დააჭირო ბმულს პირდაპირ შეტყობინებიდან. თუ ტექსტში საბარათე მონაცემებს, პინ კოდს ან სხვა დეტალების შეყვანას გთხოვენ, ეს ყოველთვის სიგნალია, რომ რაღაც არასწორია. არც ბანკი და არც საკურიერო კომპანია არასდროს მოგთხოვთ თქვენი ბარათის მონაცემების შეყვანას. თუ გზავნილის განაღდებას ან თანხის ჩარიცხვას გპირდებათ ვინმე, არც მას სჭირდება ბარათის მონაცემები: პინ კოდი და სხვა დეტალები, ამისთვის ანგარიშის გაგებაც საკმარისია.

თუ შეტყობინება რეალურად ეხება შეკვეთას ან კურიერს, სჯობს პირადად გადავამოწმოთ გადამზიდ კომპანიასთან და დავრწმუნდეთ, რომ გზავნილი ნამდვილად მივიღეთ. ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია, რომ ციფრული თაღლითებისგან თავი დაიცვა.

საუკეთესო თავდაცვა წინდახედულობა და პრევენციაა, მაგრამ თუ უკვე შეიყვანე საეჭვო საიტზე პირადი მონაცემები, ან ბარათის დეტალები, მაშინვე დაბლოკე ბარათი მობაილბანკიდან ან გაანახლე მობაილბანკის მონაცემები. თუ აპლიკაციაზე ხელი არ მიგიწვდება ბანკის ცხელ ხაზს დაუკავშირდი და ოპერატორს სთხოვე ბარათის/მობაილბანკის დაბლოკვა.

დღეს ონლაინ-თაღლითობის ფორმები ყოველდღიურად იხვეწება, მოტყუებულთა რიცხვი კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. თაღლითების სამიზნე კი ყველაზე ხშირად სწორედ ონლაინ მაღაზიების მომხმარებლები არიან.

ყველას გვასწავლიდნენ ფრთხილად ყოფნას ქუჩაში უცნობ ადამიანებთან, არ გავყოლოდით უცხო ადამიანს ან არც მათი მოწოდებული რამ აგვეღო. ახლა იგივე გაკვეთილი ინტერნეტშიც გვჭირდება: არ ენდოთ ბმულს, რომელიც უფასო საჩუქარს გპირდებათ, ამ მარტივი ჩვევებით ციფრულ სამყაროში თავის დაცვას მარტივადვე შევძლებთ.

Nov 20, 2025